მაკა ასათიანი ოჯახის სიწმინდის დღეზე გამოჩნდა - ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალი ჭაღარა თმით და ახალი გატაცებით: დიზაინერი ხატწერით დაინტერესდა - კვირის პალიტრა

მაკა ასათიანი ოჯახის სიწმინდის დღეზე გამოჩნდა - ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალი ჭაღარა თმით და ახალი გატაცებით: დიზაინერი ხატწერით დაინტერესდა

პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ვარ­სკვლა­ვებ­მა ნა­ტუ­რა­ლიზ­მი აირ­ჩი­ეს და თმის ხე­ლოვ­ნუ­რად შე­ღებ­ვა­ზე უარი თქვეს. იმ პე­რი­ოდ­ში ხში­რად ვრცელ­დე­ბო­და ცნო­ბი­ლი ქა­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბის კა­მე­რებ­თან ჭა­ღა­რა თმით პო­ზი­რებ­დნენ.

მას შემ­დეგ, ნა­ტუ­რა­ლიზ­მი ერ­თგვარ მო­დად იქცა და ბევ­რი ქალი, დღემ­დე უარს ამ­ბობს თმის შე­ღებ­ვა­ზე და ჭა­ღა­რით პო­ზი­რებს წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზეც კი. ამ მო­დას ქარ­თვე­ლე­ბი არ აჰ­ყო­ლი­ან, მაგ­რამ ორი კვი­რის წინ, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის ჩვე­ნე­ბა­ზე ნამ­დვი­ლი ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა შვე­ი­ცა­რი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა მაკა ასა­თი­ან­მა, რო­მე­ლიც სა­ღა­მო­ზე სრუ­ლი­ად ჭა­ღა­რა მი­ვი­და.

წყა­რო გვიყ­ვე­ბა, რომ დი­ზა­ი­ნე­რი და ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ქალი, ბოლო დროს ნა­ტუ­რა­ლიზმს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რად მყო­ფი მაკა 17 მა­ისს, ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მარ­თულ მსვლე­ლო­ბა­საც და­ეს­წრო. დი­ზა­ი­ნერს შავი კაბა აც­ვია და ყელ­ზე შინ­დის­ფე­რი შარ­ფი აქვს მოხ­ვე­უ­ლი.

რო­გორც წყა­რო გვიყ­ვე­ბა, მაკა ახ­ლოს იც­ნობს ვა­კის მა­ცხოვ­რის ტაძ­რის მო­ძღვარ შალ­ვა კე­კე­ლი­ას. კად­რებ­ში ჩანს, რომ ისი­ნი თბი­ლად ესა­უბ­რე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო დროს მაკა ხატმწე­რი გახ­და.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები