რუსთავში მომხდარი შემზარავი დანაშაულის დეტალები - "ვნახეთ ორი გარდაცვლილი. აქეთ კი, ეტლი იყო გამოგორებული, პატარა ბავშვი იყო შიგ" - კვირის პალიტრა

რუსთავში მომხდარი შემზარავი დანაშაულის დეტალები - "ვნახეთ ორი გარდაცვლილი. აქეთ კი, ეტლი იყო გამოგორებული, პატარა ბავშვი იყო შიგ"

რუსთავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა ქალმა, რომელიც მერიის დასუფთავების თანამშრომელია, განაცხადა, რომ ეტაპობრივად სკვერში 5 გასროლის ხმა გაიგონა.

მისი თქმით, ადგილზე მისულს ორი ადამიანის ცხედარი დახვდა, ერთი შუახნის ქალბატონის მეორე კი, შედარებით ახალგაზრდა ქალის.

თვითმხილველის თქმით, დედა-შვილს თან პატარა ბავშვი ახლდათ, რომელიც შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს.

რაც შეეხება უშუალოდ პირს, რომ რომელმაც სავარაუდო გასროლა განახორციელა, თვითმხილველის თქმით, 30 წლამდე მამაკაცია, რომელიც პოლიციამ ადგილზევე დააკავა.

„ხუთი გასროლის ხმა იყო, თავდაპირველად ორი, შემდეგ კიდევ ორი და ბოლოს ერთი გასროლის ხმა. გოგოები გარბოდნენ შეშინებულები,რომლებიც ისეთი შეშინებულები იყვნენ, ვერაფერი მითხრეს, მერე ჩვენ თვითონ წამოვედით. ვნახეთ ორი გარდაცვლილი. აქეთ კი, ეტლი იყო გამოგორებული, პატარა ბავშვი იყო შიგ, ალბათ, 1 წლის იქნებოდა. ის ბავშვი სკვერში მე წამოვიყვანე, პოლიციელს ვუთხარი, რომ მე წავიყვან-მეთქი. მერე ბავშვი ექიმებმა წაიყვანეს. თვითონ ის კაცი, რომელმაც ისროლა არ გარბოდა, ადგილზე იყო ისე ჩასვეს მანქანაში. პოლიციის მოსვლამდე ადგილზე იყო. მე არ დამინახავს, მაგრამ თქვეს, რომ ამ კაცს იარაღი ჰქონდა”, - აცხადებს თვითმხილველი.

"ინტერპრესნიუსი"