"ვენეციის კომისიამ მოითხოვა ჩვენთან შეხვედრა, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციურ პროექტს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის შესახებ" - კვირის პალიტრა

"ვენეციის კომისიამ მოითხოვა ჩვენთან შეხვედრა, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციურ პროექტს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის შესახებ"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, ვენეციის კომისიამ მოითხოვა მათთან შეხვედრა, რომელიც უკავშირდება უმრავლესობის მიერ დაინიცირებულ კონსტიტუციურ პროექტს „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის“ შესახებ.

როგორც ოხანაშვილმა განმარტა, ვენეციის კომისიას აინტერესებს რატომ დააინიცირეს, რა არგუმენტებია, იმისთვის რომ დარეგულირდეს საკითხი, რომელიც აკრძალავს ლგბტ პროპაგანდას და უზრუნველყოფს ბავშვთა ინტერესების დაცვას.

ამასთან, ოხანაშვილის თქმით, ისინი მზად არიან, რომ ამ საკითხზე გაუზიარონ სამართლებრივი მოსაზრებებიც და „საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობაც“.

„ვენეციის კომისიამ მოითხოვა ჩვენთან შეხვედრა, რომელიც უკავშირდება ჩვენ მიერ დაინიცირებულ კონსტიტუციურ პროექტს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის შესახებ. როგორც ჩანს, ვენეციის კომისიას აინტერესებს რატომ დავაინიცირეთ, რა არგუმენტებია, რომ დარეგულირდეს საკითხი, რომელიც აკრძალავს ლგბტ პროპაგანდას და უზრუნველყოფს ბავშვთა ინტერესების დაცვას. ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხზე გავუზიაროთ ჩვენი სამართლებრივი მოსაზრებებიც და ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობა“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.