"მაგისტრატურაც დაამთავრა" - რას წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ჟვანიას მეუღლე? - კვირის პალიტრა

"მაგისტრატურაც დაამთავრა" - რას წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ჟვანიას მეუღლე?

ზურაბ ჟვანიას ვაჟმა, ბუსა ჟვანიამ მაგისტრატურა დაასრულა. შვილის წარმატების შესახებ სოციალურ ქსელში ნინო ჟვანია წერს:

ადრე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ნინო ჟვანიამ თქვა, რომ ბუსა ჟვა­ნი­ამ ცი­ხე­ში ყოფ­ნის პე­რი­ო­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის თვალ­საზ­რი­სით ნა­ყო­ფი­ე­რად გა­მო­ი­ყე­ნა, მი­ი­ღო სტი­პენ­დია, ჩაირიცხა უნივერსიტეტში და სწავლის პა­რა­ლე­ლუ­რად, "ამა­ზონ­ში" მუ­შა­ობს.

"კვი­რა­ში ერთხელ მიმ­ქონ­და ერთი 10 წიგ­ნი - და­წყე­ბუ­ლი დოს­ტო­ევ­სკით და უელ­ბე­კით დამ­თავ­რე­ბუ­ლი - ყვე­ლა­ფე­რი წა­ი­კი­თხა.

ამას გარ­და, ემ­ზა­დე­ბო­და მა­თე­მა­ტი­კის გა­მოც­დის­თვის. მა­თე­მა­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­და­ში ისე­თი მა­ღა­ლი ქულა მი­ი­ღო, მსოფ­ლიო მაჩ­ვე­ნებ­ლით ტოპ-2%-ში შე­ვი­და და ძა­ლი­ან კარგ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო სტი­პენ­დია".

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვან თო­ფა­ძე 2020 წლის 2 აგ­ვის­ტოს დაჭ­რეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლი, ბუსა ჟვა­ნია და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ლე­ვან თო­ფა­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის აი­ვან­ზე, ბუსა ჟვა­ნი­ამ ლე­ვან თო­ფა­ძეს გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით და­ნის რამ­დენ­ჯერ­მე დარ­ტყმით, სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, მათ შო­რის შე­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი სა­ხით გულ­მკერ­დის წინა და უკა­ნა ზე­და­პირ­ზე. ასე­ვე ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბა კის­რის გვერ­დი­თა ზე­და­პირ­ზე და ყუ­რის ნი­ჟა­რა­ზე. მსუ­ბუ­ქად დაჭ­რი­ლი იყო თა­ვად ჟვა­ნი­აც.

სა­სა­მარ­თლომ მას 3-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მის­ჯი­ლი 3 წლი­დან ბუსა ჟვა­ნი­ამ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი გა­ა­ტა­რა, და­ნარ­ჩე­ნი კი პი­რო­ბი­თად ჩა­ეთ­ვა­ლა.