"ბევრს ეგონა, რომ ციცინომ შოუში თავის თავს რეკლამა გაუკეთა და ოპერაციას არ მიკეთებდა..." - რას წერს გოგონა, პირდაპირ ეთერში გაკეთებული სიურპრიზიდან 2 თვის შემდეგ? - კვირის პალიტრა

"ბევრს ეგონა, რომ ციცინომ შოუში თავის თავს რეკლამა გაუკეთა და ოპერაციას არ მიკეთებდა..." - რას წერს გოგონა, პირდაპირ ეთერში გაკეთებული სიურპრიზიდან 2 თვის შემდეგ?

მა­რი­ამ ტა­ტა­ნაშ­ვი­ლი 2021 წელს მე­გობ­რებ­თან და შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. მრა­ვალ­მხრი­ვი ტრავ­მის გამო, მის გა­დარ­ჩე­ნას არა­ვინ ელო­და, მაგ­რამ მოხ­და სას­წა­უ­ლი და მა­რი­ა­მი გა­დარ­ჩა.

მას არა­ერ­თი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და კი­დევ რამ­დე­ნი­მეა სა­ჭი­რო, რომ გო­გო­ნამ ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნოს: სა­ბე­დის­წე­რო დღი­დან რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, შე­საძ­ლოა, მა­რი­ა­მის სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბა ახ­დეს...

2 თვის წინ გო­გო­ნა გა­და­ცე­მა­ში "ნო­ეს­თან“ იმ­ყო­ფე­ბო­და. მა­რი­ამ­მა ისა­უბ­რა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ წა­რი­მარ­თა მისი ცხოვ­რე­ბა ავა­რი­ის შემ­დეგ. გა­და­ცე­მის ბო­ლოს კი მა­რი­ამს სი­ურპრი­ზი მო­უ­წყვეს. სტუ­დი­ა­ში შე­მო­ვი­და პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი ცი­ცი­ნო შურ­ღა­ია, რო­მელ­მაც მა­რი­ამს უთხრა, რომ ის და "კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის“ გუნ­დი – სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ გა­უ­კე­თე­ბენ მა­რი­ამს სხვა­დას­ხვა სა­ხის ოპე­რა­ცი­ას.

ეს მოხ­და მარ­ტში - მას შემ­დეგ მა­რი­ა­მის გა­მომ­წე­რე­ბი, მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, რა ეტაპ­ზეა ოპე­რა­ცია. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­შინ მა­რი­ამ ტა­ტა­ნაშ­ვილ­მა შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"ეს არის ცი­ცი­ნო შურ­ღა­ია პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი, რო­მე­ლიც შემ­პირ­და უსას­ყიდ­ლოდ ყვე­ლა ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბას, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და... ბევრ ადა­მი­ანს ეგო­ნა, რომ ცი­ცი­ნომ უბ­რა­ლოდ "ნოეს შო­უ­ში" გა­უ­კე­თა თა­ვის თავს რეკ­ლა­მა და მე ოპე­რა­ცი­ას არ მი­კე­თებ­და - ეს ასე არ არის. მა­ნამ­დეც მედო ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც ვამ­ბობ­დი, რომ რო­დე­საც კბი­ლებს და­ვას­რუ­ლებ­დი, მა­შინ მი­ვი­დო­დი ქალ­ბა­ტონ ცი­ცი­ნოს­თან და კბი­ლე­ბიც და­ვას­რუ­ლე და დღეს ვი­ყა­ვი მას­თან კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში.

თვი­თონ ქალ­ბა­ტონ­მა ცი­ცი­ნომ მნა­ხა სა­ხე­ზე რა მქონ­და გა­სა­კე­თე­ბე­ლი, გა­და­ვი­ღე "კატე" და "ეხო" სა­ხე­ზე, ყვე­ლა ანა­ლი­ზე­ბი შეკ­რი­ბა და მი­აქვს რუ­სეთ­ში(მოს­კოვ­ში)რათა კონ­სი­ლი­უ­მი მო­ა­წყონ იმი­სათ­ვის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­იყ­ვა­ნონ ჩემი სახე იმ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე რა მდგო­მა­რე­ო­ბაც მქონ­და ავა­რი­ამ­დე, რაც არის ჩემი დიდი ოც­ნე­ბა, ძა­ლი­ან მინ­და ისევ ისე­თი ვი­ყა­ვი, რო­გო­რიც ადრე და ამა­ში ქალ­ბა­ტო­ნი ცი­ცი­ნო მიდ­გას გვერ­დში.

ყვე­ლა­ფერს ცდი­ლობს, რომ მე გა­მა­ხა­როს. კონ­სი­ლი­უ­მის შემ­დეგ გა­და­წყდე­ბა, ზუს­ტად რას და რო­გორ გა­ვი­კე­თებ და ოპე­რა­ცია გა­კეთ­დე­ბა ან სა­ქარ­თვე­ლო­ში ან მოს­კოვ­ში ამას თვი­თონ ქალ­ბა­ტო­ნი ცი­ცი­ნო გა­და­წყვეტს და რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად მარ­ცხე­ნა თვა­ლის ოპე­რა­ცი­ას ანუ მხედ­ვე­ლო­ბის აღ­დგე­ნას კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში ეგ არ გა­მი­კეთ­დე­ბა, რად­გან მე თვი­თონ ვთქვი იმ ოფ­თალ­მო­ლო­გებ­თან ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა­ზე უარი ვე­ლო­დე­ბი. ჩემს ექიმს მი­ხა­ი­ლო გა­უ­რას და ადა­მი­ა­ნებს მო­ვუ­წო­დებ, ნუ გა­მო­აქვთ უაზ­რო დას­კვნე­ბი რო­დე­საც სი­ტუ­ა­ცია არ იცი­ან. მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბის­თვის და გვერ­დში დგო­მის­თვის და ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ქალ­ბა­ტონ ცი­ცი­ნოს" - წერს მა­რი­ა­მი.