ქართველი ჟურნალისტი იტალიაში ამერიკის კონსულთან ერთად დოკუმენტურ ფილმში გადაიღეს - კვირის პალიტრა

ქართველი ჟურნალისტი იტალიაში ამერიკის კონსულთან ერთად დოკუმენტურ ფილმში გადაიღეს

ქართველი ჟურნალისტი იტალიაში ამერიკის კონსულთან ერთად დოკუმენტურ ფილმში გადაიღეს

"გადამღებ ჯგუფს და პროდიუსერს სურვილი გაუჩნდათ, ფილმს ქართულ ენაზეც გასდევდეს სუბტიტრები. უკვე დაიგეგმა ამ დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია საქართველოში" - იტალიაში მყოფი ქართველი ჟურნალისტი ნინა მამუკაძე-სორდინი თავისი დიდი მიღწევების შესახებ გვიამბობს...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"იტალიური კინოკომპანიის FILMIT-ის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს ჰქვია „NAPASSIONE“ , პროექტი რობერტო პარლატის ეკუთვნის... ფილმში მონაწილეობენ ამერიკის გენერალური კონსული ნეაპოლში Tracy Roberts-Pounds, ტელეწამყვანი სტეფანო დე მარტინო და სხვები. როგორც ქართველი ჟურნალისტი, მე ჩამწერეს. მართალია, ინტერვიუები მქონია, მაგრამ იმდენად სხვა განზომილება იყო, ძალიან ვღელავდი, ვნერვიულობდი..."

"წელს განხორციელებული აქტივობებიდან გამოვარჩევდი ნაპოლისთან დაკავშირებულ საოცარ ამბებს. გარდა იმისა, რომ ნაპოლის საჩემპიონო წლის თამაშებს როგორც აკრედიტირებული ჟურნალისტი ვესწრებოდი, სკუდეტოს დღეს, ქართველი და იტალიელი გულშემატკივრების მსვლელობა მოვაწყვეთ, ხვიჩა კვარაცხელიას და მისი "ნაპოლის" საგულშემატკივროდ. მანამდე მოვაწყვეთ ქართული ღვინის დეგუსტაცია იტალიელი ჟურნალისტებისთვის და „ტიფოზებისთვის“. ეს იყო ემოციების ზღვა - ისეთი, ცხოვრების ბოლომდე რომ არ დაგავიწყდება..."

"რამდენჯერმე მომიწია შეხვედრამ ხვიჩასთანაც და უნდა აღვნიშნო, რომ ხომ საოცარი ფეხბურთელია, ხომ არის ჩემპიონი, მაგრამ უფრო დიდი ადამიანია და ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, რა საგანძური გვყავს ქართველებს მისი სახით. ასევე უნდა აღვნიშნო ლუჩანო სპალეტისთან ურთიერთობის გამოცდილება. სპალეტიც რამდენადაც პროფესიონალია, იმდენად კარგი ადამიანია, რაც მთავარია, ძალიან უყვარს ჩვენი კვარა და მისგან გამომდინარე, ჩვენც, ქართველები..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 23 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

მანანა გაბრიჭიძე