"მალდივებიდან ცოტა ხნის წინ დავბრუნდი. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, სერფინგზე დავმდგარიყავი და ეს ჩემი ახალი ჰობი გახდა" - კვირის პალიტრა

"მალდივებიდან ცოტა ხნის წინ დავბრუნდი. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, სერფინგზე დავმდგარიყავი და ეს ჩემი ახალი ჰობი გახდა"

სალომე კოკუაშვილი მოგზაურის ამპლუაში

სერიალის - "მარჯვენა სანაპირო" გადაღებები განახლდა. მალე მაყურებელი მეორე სეზონს იხილავს. სალომე კოკუაშვილის პერსონაჟი - სოფია დიდი განსაცდელის წინაშეა: მეუღლე ციხეში ჰყავს. რაკი სკოლის დამთავრებისთანავე გათხოვდა, განათლება ან სამუშაო გამოცდილება არ აქვს. შესაბამისად, ახლა რთული პერიოდი უდგას და მაქსიმალურად ცდილობს, სიტუაციიდან ისე "გამოძვრეს", რომ მისი ერთადერთი შვილი არ დაზარალდეს. თავად მსახიობს მშვენიერი ცხოვრება აქვს: ახლახან მოგზაურობიდან დაბრუნდა და უკვე მომავალი მოგზაურობაც დაგეგმილი აქვს...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"1 კვირის წინ დავბრუნდი მალდივებიდან. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, სერფინგზე დავმდგარიყავი. სხვათა შორის, ისეთი რთული არ არის, როგორც ამბობენ. უბრალოდ, ყველაზე რთული სწორი ტალღის "დაჭერაა". ასე რომ, შემდეგ მოგზაურობაზეც ალბათ, "სერფინგის კამპზე" წავალ, რადგან ჩემი ახალი ჰობი სერფინგი გახდა..."

image0-1716450295.jpeg

"ტაილანდში ძალიან კარგი დრო გავატარე, მაგრამ რაკი ბარგი სწრაფად ჩავალაგე, შესაბამისი ტანსაცმელი არ მქონდა, რის გამოც უკვე კატარის აეროპორტში, კონდიციონერისგან გაცივებულ-გაყინული ვიყავი. დასვენების ნახევარი პერიოდი ანტიბიოტიკებს ვსვამდი და ვიწექი. მიუხედავად ამისა, მაინც კარგი დრო გავატარე (იცინის)..."

"ძალიან ლამაზი ქვეყანა გვაქვს. ვფიქრობ, მოგზაურობა ნამდვილად ჩვენი ქვეყნიდან უნდა დავიწყოთ. არ მინახავს და სულ მინდა, ვნახო, თუმცა თავი ვერ მოვაბი, მაღალმთიანი აჭარაა. ასევე, თუშეთში არ ვარ ნამყოფი. სხვა კუთხეებში ყველგან ვყოფილვარ. ჩემი ფავორიტი ადგილი მარტვილის კანიონია, რადგან წყლის, კლდის შერწყმა შოკს მმართებს, ისეთი საოცარია!.."

"მოგზაურობისას პრობლემებზე ლაპარაკი, რაღაცის გარჩევა, თუნდაც - ლოგინის დალაგებასთან დაკავშირებული შენიშვნა არ მიყვარს. ისეთ ადამიანთან ერთად უნდა იმოგზაურო, ვინც შენნაირადაა განწყობილი და არ აწუხებს, რომ მაგალითად, ტანსაცმელი ჩემოდანში მოუწესრიგებლად გაქვს და არა - კარადაში შეწიკწიკებული..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 23 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი