უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - სამხედრო ხარკოვთან გამართულ ბრძოლებს ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - სამხედრო ხარკოვთან გამართულ ბრძოლებს ემსხვერპლა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, დაღუპული სერგო გორნაკაშვილია, ის ხარკოვის მიმართულებით ბრძოლაში დაიღუპა.

არაოფიციალური ცნობებით, რუსეთში უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"