ტრაგედია ბათუმი-ქობულეთის გზაზე - ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა - კვირის პალიტრა

ტრაგედია ბათუმი-ქობულეთის გზაზე - ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ბათუმისა და ქობულეთის კლინიკებში გადაიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა ამ დრომდე შეფერხებულია.

"ინტერპრესნიუსი"