"როცა მოვა დრო, სააკაშვილი ციხეში აუცილებლად დაბრუნდება" - კვირის პალიტრა

"როცა მოვა დრო, სააკაშვილი ციხეში აუცილებლად დაბრუნდება"

როცა მოვა დრო, აუცილებლად დაბრუნდება, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კითხვას, იგეგმება თუ არა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა.

ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი ციხეში აუცილებლად დაბრუნდება.

„მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, შესაბამისად, ისიც აუცილებლად დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც იყო, ან სხვაგან",- განაცხადა ბრეგაძემ.

"ინტერპრესნიუსი"