ულამაზესი აფხაზი ბლოგერის ლაქშერული ცხოვრება მოსკოვში, ბიზნესმენი მეუღლე და მოგონებები ომზე - ვინ არის ასმათ ჩხოტუა, რომლის გამომწერებში ბევრი ცნობილი ქართველია - კვირის პალიტრა

ულამაზესი აფხაზი ბლოგერის ლაქშერული ცხოვრება მოსკოვში, ბიზნესმენი მეუღლე და მოგონებები ომზე - ვინ არის ასმათ ჩხოტუა, რომლის გამომწერებში ბევრი ცნობილი ქართველია

ას­მათ ჩხო­ტუა 172 ათა­სი გა­მომ­წე­რით მო­დის გავ­ლე­ნი­ა­ნი ბლო­გე­რია. წარ­მო­შო­ბით აფხა­ზე­თი­დან არის. ის თა­ნამ­შრომ­ლობ­და ისეთ ბრენ­დებ­თან, რო­გო­რი­ცაა ბობი ბრა­უ­ნი, კარ­ტიე და ტი­ფა­ნი.

ორი შვი­ლის დედა მხო­ლოდ ლუქს ბრენ­დებ­თან არ თა­ნამ­შრომ­ლობს. რუ­სულ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ სა­უ­კე­თე­სო კონ­ტრაქ­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის ახალ და პა­ტა­რა ბრენ­დებ­საც არ ეუბ­ნე­ბა უარს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე. ას­მათ ჩხო­ტუა მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს და მის გა­მომ­წე­რებ­ში ცნო­ბილ ქარ­თველ ვარ­სკვლა­ვებ­საც ნა­ხავთ.

ას­მა­თი შე­დის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი აფხა­ზი ქა­ლე­ბის ათე­ულ­ში, სა­დაც მის გარ­და არი­ან: ამი­ნა კაპ­ში, ლა­უ­რა ჟუ­ღე­ლია, სა­ბი­ნა ბე­ბია, მა­ნი­ცა ხა­შ­ბა, ხიბ­ლა გერზმა­ვა, ნი­კოლ ლაზ­ბა, რა­მი­ნა ზა­დეი, სა­ბი­ნა ნან­ბა, მი­ლა­ნა დელ­ბა.

აფხა­ზეთ­ზე...

- აფხა­ზუ­რი ოჯა­ხი რა­ღაც ურ­ყე­ვი, ძლი­ე­რი, მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი და ძა­ლი­ან ხმა­უ­რი­ა­ნია. მე თვი­თონ მყავს ორი ტყუ­პი ძმა და და, ეს დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. მად­ლო­ბა ჩვენს მშობ­ლებს თავ­და­დე­ბის­თვის, რომ ერ­თმა­ნე­თი გვყავს. აფხა­ზუ­რი სახ­ლე­ბის კარი არა­სო­დეს იკე­ტე­ბა. დიახ, ეს ასეა ამ სი­ტყვის ყვე­ლა­ზე პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით. სტუმ­რებს ვი­ღებთ დღი­სა და ღა­მის ნე­ბის­მი­ერ დროს.

და­ი­ვი­წყეთ სტე­რე­ო­ტი­პი, რომ იტა­ლი­უ­რი ოჯა­ხე­ბი ძა­ლი­ან ხმა­უ­რი­ა­ნე­ბი არი­ან, თქვენ უბ­რა­ლოდ არ ყო­ფილ­ხართ ჩვენს ოჯა­ხურ შეკ­რე­ბებ­ზე. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ შევ­ძლო, ჩემს შვი­ლებს ვას­წავ­ლო უფ­რო­სე­ბი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მა, აღ­ტა­ცე­ბა მათი დამ­სა­ხუ­რე­ბით და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით. ჩვენ­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წე­სია ფეხ­ზე ადგე, რო­დე­საც ოთახ­ში შენ­ზე უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნი შე­მო­დის. გააგრძელეთ კითხვა