რას აცხადებს პროკურატურა ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულზე? - კვირის პალიტრა

რას აცხადებს პროკურატურა ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულზე?

პრო­კუ­რა­ტუ­რამ რუს­თავ­ში, მე­უღ­ლი­სა და სი­დედ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ქა­ლაქ რუს­თავ­ში მე­უღ­ლი­სა და მე­უღ­ლის დე­დის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 22 მა­ისს, რუს­თავ­ში, ბრალ­დე­ბულ­მა მე­უღ­ლეს და მე­უღ­ლის დე­დას, რომ­ლე­ბიც ჩვილ ბავ­შვთან ერ­თად სა­ბავ­შვო ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, გენ­დე­რის ნიშ­ნით, შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან მრა­ვალ­ჯე­რა­დი გას­რო­ლით, გულ-მკერ­დის არე­ში სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო, მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც ორი­ვე მათ­გა­ნი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა, 109-ე მუხ­ლის "ბ’’",თ’’",კ’’ და "ლ’’ ქვე­პუნ­ქტე­ბით (ოჯა­ხის ორი წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით და ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც გან­ზრახ უქ­მნის საფრ­თხეს სხვის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას) და ამა­ვე კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (სის­ტე­მა­ტუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ვა­დით ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ინტერპრესნიუსი"