რაჭაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მგზავრი კლინიკაში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

რაჭაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მგზავრი კლინიკაში გარდაიცვალა

რაჭაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2-მდე გაიზარდა.

არსებული ინფორმაციით, დაიღუპა კიდევ ერთი მგზავრი, რომელიც კლინიკაში დაზიანებებით იყო შეყვანილი.

ბოლო ინფორმაციით, ამბროლაურის კლინიკაში ამ დროისთვის, ხუთი ადამიანი რჩება, ოთხი კი სხვადასხვა საავადმყოფოშია გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, შემთხვევა სოფელ აგარასთან დილით მოხდა. თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი ადგილზე დაიღუპა.

მიკროავტობუსი, რომელიც გზიდან გადავარდა, ამბროლაური-თბილისის სამარშრუტო ხაზე მუშაობდა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"