"კიტეს "დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი - "ჩემი ცხოვრების დიდი მოვლენა და ბედნიერება..." - კვირის პალიტრა

"კიტეს "დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი - "ჩემი ცხოვრების დიდი მოვლენა და ბედნიერება..."

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ის შემ­დგენ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის მო­ემ­ზა­დე­ბა, უკვე ცნო­ბი­ლია. სა­ქარ­თვე­ლო ევრო 2024-ის F ჯგუფ­ში თურ­ქეთს, ჩე­ხეთს და პორ­ტუ­გა­ლი­ას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. გუნ­დის შე­მად­გენ­ლო­ბა ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა 22 მა­ისს და­ა­სა­ხე­ლა. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ნაკ­რებ­ში გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლია ნა­ხე­ვარმცვე­ლი ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი.

Ambebi.ge გაც­ნობთ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რებს, ამ­ჯე­რად სწო­რედ კი­ტე­იშ­ვილ­ზე მო­გიყ­ვე­ბით...

სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა სამ­შობ­ლო­ში

ავ­სტრი­უ­ლი "შტურ­მი­სა“ და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შემ­ტე­ვი ნა­ხე­ვარმცვე­ლი 1996 წლის 26 მარტს, რუს­თავ­ში და­ი­ბა­და. "დი­ნა­მო თბი­ლი­სის" აკა­დე­მი­ის აღ­ზრდი­ლის სა­ხელ­ზე ამ კლუბ­ში მო­გე­ბუ­ლი ოთხი ტი­ტუ­ლია. 2015-16 წლებ­ში ორ­ჯერ იყო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლად. გარ­და ამი­სა, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ის 2017 წლის სე­ზო­ნის სიმ­ბო­ლურ გუნდში მოხ­ვდა. ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი 22 წლის ასაკ­ში "დი­ნა­მო თბი­ლი­სის" კა­პი­ტა­ნი გახ­და, ის ეროვ­ნუ­ლი ლი­გის 2018 წლის სე­ზონ­ში მე­ო­რე ნა­ხევ­რის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ და­ა­სა­ხე­ლეს. კი­ტე­იშ­ვილ­მა "დი­ნა­მო თბი­ლი­სის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 98 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა და 17 გოლი გა­ი­ტა­ნა.

კი­ტე­იშ­ვი­ლი "შტურმ­ში“

ოთარ კი­ტე­იშ­ვილ­მა სამ­შობ­ლო­დან კა­რი­ე­რა ავ­სტრი­ა­ში, კონ­კრე­ტუ­ლად კი, გრა­ცის "შტურმ­ში" გა­აგ­რძე­ლა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი 2018 წლის 31 ივ­ლისს მო­ე­წე­რა და ქარ­თვე­ლის ტრანსფე­რი და­ახ­ლო­ე­ბით 800 000 ევრო დაჯ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად მან ავ­სტრი­ის ბუნ­დეს­ლი­გის გუნდთან ხელი 4-წლი­ან კონ­ტრაქტს მო­ა­წე­რა, შემ­დგომ­ში ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ხან­გრძლივ­და და ის დღემ­დე ავ­სტრი­უ­ლი კლუ­ბის შე­მად­გენ­ლო­ბის ძი­რი­თა­დი ფეხ­ბურ­თე­ლია.

კი­ტე­იშ­ვი­ლი გუნდს თა­ვი­დან­ვე კარ­გად შე­ე­წყო. ქარ­თვე­ლი ამ­ბობ­და, რომ გრაც­ში თავს ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­და.

"აქ ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ხალ­ხია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩემი მე­უღ­ლე თავს კარ­გად გრძნობს, მე კი გუნდში სა­ი­მე­დო ხალ­ხის ხელ­ში ვარ“, - ამ­ბობ­და "კიტე" 2020 წელს ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"კი­ტეს" სატ­რანსფე­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბის პი­კიც სწო­რედ "შტურმ­ში" ას­პა­რე­ზო­ბის პე­რი­ოდ­ში დად­გა. ავ­სტრი­ულ გუნდში გა­დას­ვლი­დან მა­ლე­ვე მის­მა სატ­რანსფე­რო ფას­მა 1 მი­ლი­ონ ევ­როს მი­აღ­წია, ცოტა ხან­ში კი 3 მი­ლი­ონს გა­უ­ტოლ­და. transfermarkt - ის თა­ნახ­მად, დღეს მისი სატ­რანსფე­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5 მლნ. ევ­როა.

2023 წლის 30 აპ­რილს კი­ტე­იშ­ვილ­მა კლუბ­თან ერ­თად პირ­ვე­ლი თასი მო­ი­გო.

მე­ო­რედ 2024 წლის 1-ლ მა­ისს, კი­ტე­იშ­ვი­ლის "შტურ­მი“ ავ­სტრი­ის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.

2024 წელი ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის მარ­თლაც სა­უ­კე­თე­სო გა­მოდ­გა, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის რი­გებ­ში ის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­ვი­და, შტურ­მის" რი­გებ­ში კი ავ­სტრი­ის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, ამას­თა­ნა­ვე, კიტე" ავ­სტრი­ის ბუნ­დეს­ლი­გის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა სე­ზო­ნის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად აღი­ა­რეს.

და­ბა­დე­ბის დღის ყვე­ლა­ზე დიდი სა­ჩუ­ქა­რი 26 მარ­ტი "კი­ტეს" და­ბა­დე­ბის დღეა. სწო­რედ ამ დღეს წყდე­ბო­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს გას­ვლის ბედი. ურ­თუ­ლე­სი გა­მოდ­გა სა­ბერ­ძნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ამ გა­და­წყვი­ტა...

"კვეკ­ვეს­კი­რის გა­დამ­წყვე­ტი პე­ნალ­ტის შემ­დეგ რა ემო­ცი­აც იყო, ალ­ბათ, ბევ­რმა ჩვენ­გან­მა ვერც გა­მო­ხა­ტა ეს ემო­ცია. გა­სახ­დელ­ში შეს­ვლამ­დე ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რა ხდე­ბო­და და რა­ო­დენ დიდ რა­ღა­ცას მი­ვაღ­წი­ეთ და რო­გორ გა­ვა­ხა­რეთ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო", - თქვა მატ­ჩის შემ­დეგ "კი­ტემ".

იხილეთ სრულად