ჩეხეთის პრეზიდენტი კინაღამ მოტოციკლმა იმსხვერპლა - რა დაემართა ბაიკერ პირველ პირს? - კვირის პალიტრა

ჩეხეთის პრეზიდენტი კინაღამ მოტოციკლმა იმსხვერპლა - რა დაემართა ბაიკერ პირველ პირს?

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი მოტოციკლის მართვის დროს დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ინფორმაციას ჩეხეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

ჩეხეთის პრეზიდენტის ოფისი არ აკონკრეტებს როდის მოხდა ინციდენტი, მაგრამ აცხადებს, რომ დაზიანებები სერიოზული არ არის, თუმცა პრეზიდენტი პრაღის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში მცირე ხნიან დაკვირვებას საჭიროებს.

„მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას, როდესაც ხელმისაწვდომი გახდება,” - აცხადებენ პეტრ პაველის ოფისში.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის 62 წლის პრეზიდენტს, რომელიც გატაცებულია მოტოციკლის მართვით, შარშან ბოდიშის მოხდაც კი მოუწია მას შემდეგ, რაც დააფიქსირეს, რომ მოტოციკს ჩაფხუტის გარეშე მართავდა, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა.

"ინტერპრესნიუსი"