"შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა პირდაპირ კავშირშია „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმასთან" - "ეფესბეს" ხელმძღვანელი - კვირის პალიტრა

"შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა პირდაპირ კავშირშია „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმასთან" - "ეფესბეს" ხელმძღვანელი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო პირდაპირ კავშირშია „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა, ალექსანდრე ბორტნიკოვმა ბიშკეკში, დსთ-ს ქვეყნების უსაფრთხოებისა და სპეციალური სამსახურების უწყებების ხელმძღვანელთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„გამოძიება გრძელდება, მაგრამ უკვე შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა პირდაპირ კავშირშია ამ თავდასხმასთან. მინდა დაგარწმუნოთ, რომ დანაშაულის ყველა გარემოება დადგინდება და ყველა მონაწილე დაისჯება“, - აღნიშნა ბორტნიკოვმა.

შეგახსენებთ, მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმას 140-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"