"აფხაზეთი რეალისტურად არ მიიჩნევს სცენარს, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და აფხაზეთს შორის კონფედერაციული ურთიერთობები შეიქმნება" - კვირის პალიტრა

"აფხაზეთი რეალისტურად არ მიიჩნევს სცენარს, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და აფხაზეთს შორის კონფედერაციული ურთიერთობები შეიქმნება"

ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან რუ­სე­თის მიერ ჩვენს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში, აფხა­ზეთ­ში. ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით კი რო­გორც რუ­სეთ­ში, ასე­ვე აფხა­ზეთ­ში სხვა­დას­ხვა ბლო­გე­რე­ბი წე­რენ, რომ შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ფე­რი აფხა­ზე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის სა­კითხს უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

აფხა­ზი ბლო­გე­რის ინალ ჰა­ში­გის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­შიც მსგავ­სი მო­საზ­რე­ბაა წა­მო­წე­უ­ლი წინა პლან­ზე.

"ქუ­ჩა­ში 100 000 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და, ჩემი აზ­რით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ასეთ რის­კზე წა­სას­ვლე­ლად სა­ჭი­როა მი­ზე­ზი და ეს მი­ზე­ზი ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის არის აფხა­ზე­თი", - აღ­ნიშ­ნავს ჰა­ში­გი. სტა­ტი­ა­ში წერს, რომ მისი აზ­რით, მმარ­თვე­ლი გუნ­დის­თვის "აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტის" კვლავ დაბ­რუ­ნე­ბამ­დე ვი­თა­რე­ბა კომ­ფორ­ტუ­ლი იყო, ოპო­ზი­ცია ფრაგ­მენ­ტუ­ლი ჩან­და და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბას შე­მოდ­გო­მა­ზე და­გეგ­მილ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გარ­და­უ­ვალ ფაქ­ტად წარ­მო­ა­ჩენ­და.

"კრემ­ლის­თვის, რო­მე­ლიც თა­ვის ირ­გვლივ ერ­თგვარ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­ნას აშე­ნებს, სა­ქარ­თვე­ლოს აფხა­ზეთ­თან და სამ­ხრეთ ოსეთ­თან კონ­ფე­დე­რა­ცი­ის იდეა ძა­ლი­ან მომ­გე­ბი­ა­ნი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც გა­რან­ტი­ას იძ­ლე­ვა ასე­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთს მი­ა­ბას", - წერს ბლო­გე­რი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი ამ ყვე­ლა­ფერს შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ას უწო­დებს, რე­ა­ლუ­რად მო­საზ­რე­ბა, რომ კონ­ფე­დე­რა­ცი­ის სა­კი­თხი აფხა­ზეთ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ხილ­ვის თე­მაა. ამ სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა, სერ­გეი შამ­ბამ. გააგრძელეთ კითხვა