რაზე მოთქვამს ლავროვი?! - "ეს ვაშინგტონის სინდისზეა" - კვირის პალიტრა

რაზე მოთქვამს ლავროვი?! - "ეს ვაშინგტონის სინდისზეა"

ამერიკული იარაღი უკვე გამოიყენება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ობიექტის უკრაინაში კონფლიქტის ზონის გარეთ, ეს ვაშინგტონის სინდისზეა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ამერიკულ იარაღს უკვე იყენებენ კონფლიქტის ზონის მიღმა სხვადასხვა ობიექტზე, ამიტომაც, ის, რომ ამერიკელები ცდილობენ გააკეთონ დამამშვიდებელი განცხადებები თავიანთი საზოგადოებრივი აზრისთვის ან ნატო-ს წევრებისთვის ან აჩვენონ, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, ჩემი აზრით, ხრიკია“, - განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.

მისი მტკიცებით, ამერიკული და სხვა დასავლური იარაღების გამოყენებით თავდასხმები ხორციელდება რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე, პირველ რიგში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ კვარტლებზე.

"ინტერპრესნიუსი"