"დღევანდელი მარშის იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ დავაფიქსიროთ სოლიდარობა ჩვენი პატრიოტი მოქალაქეების მიმართ და შევახსენოთ და დავანახოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარი თავი" - კვირის პალიტრა

"დღევანდელი მარშის იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ დავაფიქსიროთ სოლიდარობა ჩვენი პატრიოტი მოქალაქეების მიმართ და შევახსენოთ და დავანახოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარი თავი"

დღევანდელი მარშის იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ დავაფიქსიროთ სოლიდარობა ჩვენი პატრიოტი მოქალაქეების მიმართ და შევახსენოთ და დავანახოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარი თავი, - ამის შესახებ განაცხადა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიმავალ „თავისუფლების მარშს“ შეუერთდა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, „თავისუფლების მარშის“ მონაწილეები იმ სამართალდამცავების დასჯას ითხოვენ, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე დანაშაულები ჩაიდინა.

„საქართველოს ათეულობით მოქალაქე, მშვიდობიანი მანიფესტანტები სცემეს. მათ შორის დაკავების შემდგომ პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა მათ სასტიკად. ადამიანებს დახვდნენ სადარბაზოებთან და სცემეს. ათასობით საქართველოს მოქალაქეს დაურეკეს, დაემუქრნენ. 200-მდე მოქალაქეა დაჯარიმებული უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად. პოლიციის მხრიდან არცერთი ადამიანი არ არის პასუხისგებაში მიცემული, არც პასუხისმგებელი პირები და არც შემსრულებლები. დღევანდელი მარშის იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ დავაფიქსიროთ სოლიდარობა ჩვენი პატრიოტი მოქალაქეების მიმართ და შევახსენოთ და დავანახოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარი თავი. მოვითხოვთ ყველა იმ ადამიანის დასჯას, ვინც დანაშაულები ჩაიდინა“, - განაცხადა ნინო ლომჯარია.

"ინტერპრესნიუსი"