"ცოლს ჩაცმის სტილის არჩევას უკრძალავდა, ასევე, თავისუფალ გადაადგილებას, უკეტავდა სახლის კარს..." - რა თქვეს პროკურორმა და ადვოკატმა ცოლის და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლოზე? - კვირის პალიტრა

"ცოლს ჩაცმის სტილის არჩევას უკრძალავდა, ასევე, თავისუფალ გადაადგილებას, უკეტავდა სახლის კარს..." - რა თქვეს პროკურორმა და ადვოკატმა ცოლის და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლოზე?

იმ ვი­თა­რე­ბის აღ­დგე­ნა, რაც და რო­გორც ხდე­ბო­და, მას ძა­ლი­ან უჭირს. მო­ტივ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­გახ­სე­ნებთ, რომ ეს გარ­კვე­უ­ლი წი­ნა­პი­რო­ბე­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, - ამის შე­სა­ხებ 21 წლის ცო­ლის, მა­რი­ამ სოფ­რო­მა­ძი­სა და სი­დედ­რის, ინგა ბე­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, გი­ორ­გი ფი­რაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ძო­წე­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი მომ­ხდარს გა­ნიც­დის.

"მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში, ბრალ­დე­ბუ­ლი მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, მას მომ­ხდა­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უჭირს სა­უ­ბა­რი, რაც აშ­კა­რად ჩან­და პრო­ცეს­ზეც. რაც შე­ე­ხე­ბა დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას, ის იმ­დე­ნად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და გა­ნიც­დის, არც შე­უძ­ლია და არც უნდა სა­უ­ბა­რი. მი­ზე­ზად ამ შემ­თხვე­ვა­ში, ცალ­სა­ხად სა­უ­ბა­რი, რომ ეში­ნია, უად­გი­ლო და არას­წო­რი იქ­ნე­ბა.

"ინტერპრესნიუსი"