ნინო წილოსანის "ჩელენჯი" "ტიკ-ტოკზე" - დეპუტატი დიზაინერ გიორგი ქებურიას ცნობილ მწვანე პიჯაკს ათამაშებს - კვირის პალიტრა

ნინო წილოსანის "ჩელენჯი" "ტიკ-ტოკზე" - დეპუტატი დიზაინერ გიორგი ქებურიას ცნობილ მწვანე პიჯაკს ათამაშებს

დე­პუ­ტა­ტი ნინო წი­ლო­სა­ნი "ტი­კტო­კე­რი" დე­ბის ქეთა და თათო ქარ­ჩა­ვე­ბის ვი­დე­ოს ეხ­მა­უ­რე­ბა და დი­ზა­ი­ნერ გი­ორ­გი ქე­ბუ­რი­ას მწვა­ნე პი­ჯაკს ათა­მა­შებს.

დებ­მა ქარ­ჩა­ვებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, რო­მელ­შიც ერთ-ერთი და ამ­ბობს, რომ ნინო წი­ლო­სა­ნის მწვა­ნე პი­ჯა­კი უნდა შე­ი­ძი­ნოს, რათა აქ­ცი­ა­ზე ჩა­იც­ვას და "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი“ გა­აპ­რო­ტეს­ტოს.

წი­ლო­სა­ნის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ ტე­ლე­ფონ­ში დე­პუ­ტა­ტი, ჯერ "ტი­კტო­კე­რე­ბის მიერ გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ოს უყუ­რებს, შემ­დეგ კი ამ­ბობს:

"რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, თა­თოს, ჩემი პი­ჯა­კი სჭირ­დე­ბა, რომ აქ­ცი­ა­ზე ჩა­იც­ვას. ამი­ტომ გთა­ვა­ზობთ "ჩე­ლენჯს“ ვა­თა­მა­შებ ამ ჩემს ცნო­ბილ ფო­ტო­ზე ქე­ბუ­რი­ას პი­ჯაკს, რო­მე­ლიც გა­და­ე­ცე­მა გა­მარ­ჯვე­ბულს, ვინც ყვე­ლა­ზე კრე­ა­ტი­ულ ვი­დე­ოს ჩა­წერს, სად ჩა­იც­ვამ­და ამ პი­ჯაკს.

მხო­ლოდ ორი მარ­ტი­ვი პი­რო­ბაა, მნიშ­ნავთ ამ ვი­დე­ო­ზე და "ჰეით სფიჩს“ (სი­ძულ­ვი­ლის ენას - რედ.) არ ვართ". გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო