"რეჟიმი ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ რუსულია და დაუფარავად გადავიდა ქვეყნის ინტერესების ღალატზე - საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი და ევროკავშირის წევრი ქვეყანა!" - კვირის პალიტრა

"რეჟიმი ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ რუსულია და დაუფარავად გადავიდა ქვეყნის ინტერესების ღალატზე - საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი და ევროკავშირის წევრი ქვეყანა!"

რეჟიმი ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ რუსულია და დაუფარავად გადავიდა საქართველოს ინტერესების ღალატზე, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, „რუსული რეჟიმი დასრულდება! საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი და ევროკავშირის წევრი ქვეყანა!“

„რეჟიმი ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ რუსულია და დაუფარავად გადავიდა საქართველოს ინტერესების ღალატზე. ჩვენ ვნახეთ სამარცხვინო და საქართველოს ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი განცხადებები ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მისამართით.

ერთ თვეზე მეტია ვუყურებთ უმოწყალო დარბევებს. დღესაც უნივერსიტეტთან კობახიძეს რომ არ შეჰქმნოდა დისკომფორტი და გაჰქცეოდა ახალგაზრდების სამართლიან კითხვებს, "ქართული ოცნების" ზონდერ ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს. ან ასეთი თანამდებობა რად უღირს "ქართულ ოცნებას" ან ასეთი ლექცია როცა ყველა მათ გადაადგილებაზე ადამიანები უნდა სცემონ ქუჩაში.

საქართველო იქნება ცივილიზებულ მსოფლიოსთან, ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან ერთად თუ რუსეთთან, ირანთან და ჩრდილო კორეასთან ერთად ეს პრინციპული და ფუნდამენტური საკითხია და ამაზე საკუთარი პოზიცია ვალდებული ვართ დავაფიქსიროთ ყველამ ყველგან, მათ შორის ქუჩის პროტესტით.

კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა და პატივისცემა იმ ხალხს, ვინც არ ეგუება რეჟიმს და ყოველდღე, ქარში თუ წვიმაში დგას ქუჩაში.

რუსული რეჟიმი დასრულდება! საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი და ევროკავშირის წევრი ქვეყანა!" - განაცხადა მანჯგალაძემ.

IPN