"სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს!" - კახი კალაძისა და ანუკი არეშიძის ფოტოები დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებიდან - კვირის პალიტრა

"სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს!" - კახი კალაძისა და ანუკი არეშიძის ფოტოები დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებიდან

დედაქალაქის მერი, კახი კალაძე მეუღლესთან ერთად დაესწრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშავ ღონისძიებას:

kaladze-1716727876.jpg

"სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს! ამ დღეს ჩემი მთავარი სურვილი, ისევე როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი, ქვეყნის გამთლიანების სურვილია. ქვეყნის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია - იყო დამოუკიდებელი, თავისუფალი, დაცული იყოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ტერიტორიების ხელშეუხებლობა. ამ ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის უფლებაა, მართოს ქვეყანა საკუთარი რწმენისა და ნების შესაბამისად. ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და გადმოგვცეს დამოუკიდებლობა და ამას სჭირდება შენარჩუნება. ჩვენ დღესაც გვიწევს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის", - წერს კახი კალაძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

kaladzeareshidze-1716727914.jpg