"ეს ჯილდო თვითონ გჭეროდა გვერჩივნა, მაგრამ ასეა შვილო, ვერაგი სისტემა ახალგაზრდებს ფიზიკურად ანადგურებს" - რას წერს და რა ფოტოს აქვეყნებს ნიკო კვარაცხელიას დედა? - კვირის პალიტრა

"ეს ჯილდო თვითონ გჭეროდა გვერჩივნა, მაგრამ ასეა შვილო, ვერაგი სისტემა ახალგაზრდებს ფიზიკურად ანადგურებს" - რას წერს და რა ფოტოს აქვეყნებს ნიკო კვარაცხელიას დედა?

ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი 22 წლის ახალ­გაზ­რდის, ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა იზა ომა­ძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

nikokvaracxelia-1716732715.jpg

"დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ჩემო ნიკო. ეს ჯილდო თვითონ გჭეროდა გვერჩივნა, მაგრამ ასეა შვილო ვერაგი სისტემა ახალგაზრდებს ფიზიკურად ანადგურებს ანადგურებს ნიჭს, მომავალს , მაგრამ ….ბოლოს???ბოლოს თვითონ ნადგურდება, თანაც ისე რომ შთამომავლობებს ახსოვთ მოღალატეები მკვლელები და გამყიდვლები…დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ ჩვენი ქვეყნის პტეზიდენტს სალომე ზურაბიშვილ, რომელმაც სახელმწიფოებრივად შეაფასა შენი 21 წლიანი სამშობლოს სიყვარული და ღვაწლ. ი შენი თანატოლებისაა ეს ქვეყანა, მათი გამარჯვება, შენი ზეცაში ფრენა იქნება გამარჯვება და ქვეყნის ნათელი მომავალი კი გარდაუვალია #არასაბჭოთამეთოდებითშვილებისკვლას" - წერს იზა ომაძე