პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა, რომლის ირგვლივაც პოლიტიკურ პარტიებს შეჯერებას სთავაზობს - კვირის პალიტრა

პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა, რომლის ირგვლივაც პოლიტიკურ პარტიებს შეჯერებას სთავაზობს

გადავწყვიტე, თქვენს წინაშე წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია, რომლის ირგვლივ პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან მიმდინარე ღონისძიებაზე მიმართვისას განაცხადა.

“ გადავწყვიტე, თქვენს წინაშე წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია, რომლის ირგვლივ პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას. თანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არამხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიისთვის”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.