"ვიღაცას მოეჩვენა, რომ არტისტს ფეხი გამოუჩნდა, სასაცილოა" - რას ამბობს რეჟისორი ეკა მჟავანაძის ცეკვაზე, რომელიც სოცქსელებში განსჯის საგანი გახდა - კვირის პალიტრა

"ვიღაცას მოეჩვენა, რომ არტისტს ფეხი გამოუჩნდა, სასაცილოა" - რას ამბობს რეჟისორი ეკა მჟავანაძის ცეკვაზე, რომელიც სოცქსელებში განსჯის საგანი გახდა

მიმ­დი­ნა­რე კვი­რას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გავ­რცელ­და. ის მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სპექ­ტაკლზე "ქა­ლე­ბი“ იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო სპექ­ტაკ­ლის პერ­სო­ნა­ჟის ძა­ლი­ან მცი­რე ეპი­ზო­დი - ცეკ­ვა, რო­მელ­საც მსა­ხი­ო­ბი ეკა მჟა­ვა­ნა­ძე ას­რუ­ლებს. ვი­დეო ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და და არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბა გა­მო­იწ­ვია. ბევ­რი ვერც მიხ­ვდა, რომ ეს სპექ­ტაკ­ლი­დან უბ­რა­ლოდ კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი ფრაგ­მენ­ტი იყო.

"ქა­ლე­ბი“ - სი­ტუ­ა­ცი­უ­რი კო­მე­დია გახ­ლავთ და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში 2011 წელს და­იდ­გა. 13 წე­ლია, თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­არ­ში უწყვე­ტად არ­სე­ბობს. სპექ­ტაკლზე მა­ყუ­რე­ბე­ლი მუდ­მი­ვად და­დის. მისი რე­ჟი­სო­რი ცი­ცი­ნო კო­ბი­აშ­ვი­ლი გახ­ლავთ.

AMBEB.GE ქალ­ბა­ტონ ცი­ცი­ნოს ესა­უბ­რა:

- ნილ სა­ი­მო­ნის პი­ე­საა, ტექსტს მაია ჯა­ფა­რი­ძემ გა­უ­კე­თა ადაპ­ტი­რე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ ვთარ­გმნეთ, პერ­სო­ნა­ჟე­ბი გა­ვა­ქარ­თვე­ლეთ. შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა. იგი­ვე პი­ე­სა შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­შიც დავ­დგი, სა­დაც უკვე უკ­რა­ი­ნე­ლი ქალი პერ­სო­ნა­ჟე­ბი მყავ­და და იქაც ძა­ლი­ან გა­ა­მარ­თლა. თუმ­ცა პი­ე­სა­ში არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვინ ხარ და სა­და­უ­რი. მნიშ­ვნე­ლო­ბა იმას აქვს, რომ ქა­ლე­ბი ვართ და ჩვენ ყო­ველ­თვის გო­გო­ე­ბად ვრჩე­ბით. სა­ერ­თოდ ადა­მი­ა­ნის გულ­ში ხომ ბავ­შვი სულ ცო­ცხლობს. ჩვე­ნი სპექ­ტაკ­ლის პერ­სო­ნა­ჟე­ბი არი­ან კლა­სე­ლე­ბი, პირ­ვე­ლი დღი­დან ერ­თად არი­ან, ერ­თად მო­დი­ან და მე­გობ­რო­ბას მოზ­რდი­ლო­ბა­შიც აგ­რძე­ლე­ბენ. ერ­თმა­ნე­თის სი­ხა­რულს, წუ­ხილს იზა­რე­ბენ. ერ­თმა­ნეთს მხარ­ში უდ­გა­ნან და იმ ყვე­ლა­ფერს აერ­თი­ა­ნე­ბენ, რა­საც ჰქვია სიყ­ვა­რუ­ლი, თა­ნად­გო­მა, თა­ნაგ­რძნო­ბა, მე­გობ­რო­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას მო­ვარ­გეთ და ამან ძა­ლი­ან გა­ა­მარ­თლა.

- სპექ­ტაკლში სულ 6 ქალი და 2 მა­მა­კა­ცი მო­ნა­წი­ლე­ობს, ხომ?

- კი და თა­ვად პი­ე­სა კარ­გად არის და­წე­რი­ლი. სა­ი­მონს ასე­ვე კარ­გი იუ­მო­რი აქვს. ამი­ტომ შე­ვე­ცა­დეთ, ცოტა ქარ­თუ­ლი იუ­მო­რი ჩაგ­ვეს­ვა. მა­ყუ­რე­ბე­ლი ამ სპექ­ტაკლზე მარ­თლა გიჟ­დე­ბა. "ქა­ლებ­მა“ ყვე­ლა დროს გა­უძ­ლო... გააგრძელეთ კითხვა