გარდაიცვალა მსახიობი ტრისტან სარალიძე - კვირის პალიტრა

გარდაიცვალა მსახიობი ტრისტან სარალიძე

69 წლის ასაკ­ში, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ტრის­ტან სა­რა­ლი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია ambebi.ge-ს, მსა­ხი­ობ­მა პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვილ­მა და­უ­დას­ტუ­რა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით მსა­ხი­ო­ბი სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცესს იქ გა­დი­ო­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის ბოლო დროს სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და.

ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ტრის­ტან სა­რა­ლი­ძე 1955 წელს ბორ­ჯო­მის რა­ი­ონ­ში და­ი­ბა­და. 1980 წლი­დან რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი რო­ლე­ბია: ჯამ­ბა­ზი ("როლი დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი გო­გო­ნა­სათ­ვის“), ჭე­იშ­ვი­ლი ("საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა“), პო­ლი­ცი­ე­ლი ("სე­ჩუ­ა­ნე­ლი კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი“), მკვლე­ლი ("მაკ­ბე­ტი“), გელა ( "მერე რა რომ სვე­ლია სვე­ლი ია­სა­მა­ნი“ ), ქავ­თარ ("ლა­მა­რა“ ), შაქ­რო ( "კა­ცია ადა­მი­ა­ნი“ ), ჯა­რის­კა­ცი ( "მე­თორ­მე­ტე ღამე“), მე­ა­თე მსა­ჯუ­ლი ("თორ­მე­ტი გან­რის­ხე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი“), ლადო ("ვა­ნი­ლის მოტ­კბო, სევ­დი­ა­ნი სურ­ნე­ლი“). 2010 წელს მი­ე­ნი­ჭა ქ. ბორ­ჯო­მის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის წო­დე­ბა.