სერია #გადავიკითხოთ გრძელდება - "ყვარყვარე თუთაბერის" შეძენა ერთი კვირის განმავლობაში 15 ლარად არის შესაძლებელი - კვირის პალიტრა

სერია #გადავიკითხოთ გრძელდება - "ყვარყვარე თუთაბერის" შეძენა ერთი კვირის განმავლობაში 15 ლარად არის შესაძლებელი

15:40 / 27-05-2024 „პა­ლიტ­რა L-ის“ სე­რია #გა­და­ვი­კი­თხოთ გრძელ­დე­ბა პო­ლი­კარ­პე კა­კა­ბა­ძის ნა­წარ­მო­ე­ბით „ყვარ­ყვა­რე თუ­თა­ბე­რი“. ეს სე­რი­ის რი­გით მე­ა­თე წიგ­ნია და მისი შე­ძე­ნა, ტრა­დი­ცი­უ­ლად, გა­მოს­ვლი­დან ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 15 ლა­რად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე­ე­ბი ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ყვარ­ყვა­რე თუ­თა­ბე­რი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია ვიდ­რე, უბ­რა­ლოდ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი. ნა­წარ­მო­ე­ბი მოგ­ვი­თხრობს 1917 წლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის დროს ერთი ავან­ტი­უ­რის­ტი კა­ცის თავ­გა­და­სა­ვალს, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვი­თი გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­დე­გად აღი­ა­რე­ბულ იქნა სა­ხალ­ხო გმი­რად. დევ­ნი­ლი სო­ცი­ა­ლის­ტის ნაც­ვლად მე­ფის ჯა­რის­კა­ცე­ბი წის­ქვილ­ში უსაქ­მურ ნა­ცარ­ქე­ქი­ას, ყვარ­ყვა­რეს შე­ი­პყრო­ბენ. ყვარ­ყვა­რეს თა­ვის მარ­თლე­ბა ვერ უშ­ვე­ლის, პროკ­ლა­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბას და მე­ფის წი­ნა­აღ­მდეგ აჯან­ყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას დას­წა­მე­ბენ. ცნო­ბა მე­ფის გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფერს თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნებს, ყვარ­ყვა­რე რე­ვო­ლუ­ცი­ის გმი­რად იქ­ცე­ვა. ნა­ცარ­ქე­ქია მდგო­მა­რე­ო­ბას შე­ი­ფე­რებს. ქა­ლა­ქის მეს­ვე­უ­რებს ახა­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნე­ბას დაჰ­პირ­დე­ბა, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს და გა­ურ­კვევ­ლო­ბით დაბ­ნე­ულ ადა­მი­ა­ნებს კი ცი­ხე­ში შეყ­რის. თვით­მარ­ქვია მედ­რო­ვის თვალ­თმაქ­ცო­ბა მალე გა­ირ­კვე­ვა, ქა­ლის კა­ბა­ში გა­დაც­მუ­ლი ყვარ­ყვა­რე თავს გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლის.

ვინ არის ყვარ­ყვა­რე? ის მა­რა­დი­უ­ლი „გმი­რია”, უფ­როს სწო­რად რომ ვთქვათ, ან­ტიგ­მი­რია. ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე უკეთ თევ­ზა­ობს მდო­რე წყალ­ში, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარს სხვი­სი ხე­ლით ნა­რის კრე­ფა, ვინც ყვე­ლა მთავ­რო­ბას, ყვე­ლა იდე­ო­ლო­გი­ას, ყვე­ლა წყო­ბას ერ­გე­ბა. ყვარ­ყვა­რე ქა­მე­ლე­ო­ნია, ფერს იც­ვლის სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით და ერ­თა­დერ­თი რაც მას­ში უც­ვლე­ლი რჩე­ბა, სწო­რედ ეს, სხვი­სი კალ­თის ქვეშ შე­ფა­რე­ბის, ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ის სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ყე­ნე­ბის, სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით ცვლი­ლე­ბის მა­რა­დი­უ­ლი თვი­სე­ბაა...

ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით კი­ნოს­ტუ­დია „ქარ­თულ­მა ფილმმა“ 1978 წელს მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი „ყვარ­ყვა­რე“ გა­მო­უშ­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ #გა­და­ვი­კი­თხოთ „პა­ლიტ­რა L-ის“ ერთ-ერთი ახა­ლი სე­რი­აა, რო­მე­ლიც კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნი­მუ­შე­ბის კი­დევ უფრო გავ­რცე­ლე­ბა­სა და ახა­ლი თა­ო­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. მისი თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნი გა­მო­ირ­ჩე­ვა დახ­ვე­წი­ლი დი­ზა­ი­ნით. ყდა გა­ფორ­მე­ბუ­ლია საკ­ვან­ძო სი­უ­ჟე­ტე­ბის მი­ხედ­ვით შექ­მნი­ლი ილუსტრა­ცი­ე­ბით.

„ყვარ­ყვა­რე თუ­თა­ბე­რის“ სა­აქ­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბით, 15 ლა­რად შე­ძე­ნა დღე­ი­დან, 27 მა­ი­სი­დან არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ის ხელ­მი­საწ­ვდო­მია "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­სა ან პრე­სის გა­მავ­რცე­ლე­ბელ ჯი­ხუ­რებ­ში. ასე­ვე, შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვთ, გახ­დეთ სე­რი­ის გა­მომ­წე­რი, რის­თვი­საც უნდა დარ­ე­კოთ ნო­მერ­ზე 032 2 47 00 45 ან ეწ­ვი­ოთ ვებგ­ვერდს.

R