"ასეთი სირცხვილი ჩვენს ისტორიას სამუდამო ლაქად დარჩება" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი? - კვირის პალიტრა

"ასეთი სირცხვილი ჩვენს ისტორიას სამუდამო ლაქად დარჩება" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება:

"მე, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, მივესალმები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დროულ ინიციატივას, ისევე როგორც, ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც დაგვაახლოებს და გაგვაერთიანებს.

გუშინ ინსტიტუციების ნგრევის ყველაზე ნათელი მაგალითი ვიხილეთ - მთავრობის მიერ ჯარის წინაშე პრეზიდენტის მოღალატედ გამოცხადება.ასეთი სირცხვილი ჩვენს ისტორიას სამუდამო ლაქად დარჩება", - წერს მიხეილ სააკაშვილი.