(VIDEO) ძლიერი წვიმის შედეგები თელავის მუნიციპალიტეტში - დატბორილია ვენახები - კვირის პალიტრა

(VIDEO) ძლიერი წვიმის შედეგები თელავის მუნიციპალიტეტში - დატბორილია ვენახები

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ლალისყური დააზარალა. დატბორილია ვენახები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და მიწის ნაკვეთები.

წყალი შევიდა სამ საცხოვრებელ სახლშიც. ადგილობრივების თქმით, პრობლემა მთიდან წამოსულმა წყლის ძლიერმა ნაკადმა შექმნა. გაწმენდითი სამუშაოსათვის სოფელში ტექნიკის შეყვანას ითხოვენ.

ვიდეო: Gela Tchvritidze