"თვა­ლი მოვ­კა­რით ახალ სა­ქარ­თვე­ლოს! ჩვენ და­ვი­წყეთ ლა­პა­რა­კი ახალ ენა­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ენა­ზე, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მათ ეს­მით, ვი­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი უყ­ვარს!" - კვირის პალიტრა

"თვა­ლი მოვ­კა­რით ახალ სა­ქარ­თვე­ლოს! ჩვენ და­ვი­წყეთ ლა­პა­რა­კი ახალ ენა­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ენა­ზე, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მათ ეს­მით, ვი­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი უყ­ვარს!"

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცია ლო­ზუნ­გით - "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნით არ ვი­ცხოვ­რებთ“ გა­ი­მარ­თე­ბა. აქ­ცია პარ­ლა­მენ­ტთან იგეგ­მე­ბა პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის პა­რა­ლე­ლუ­რა­დაც, რო­მელ­ზეც “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ზე პრე­ზი­დენ­ტის მო­ტი­ვი­რე­ბულ შე­ნიშ­ვნებს და მას­ზე თან­დარ­თულ კა­ნონპ­რო­ექტს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

რე­ჟი­სო­რი დათა თა­ვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ დღეს რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც არ უნდა მი­ი­ღოს მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ, რა­ღაც დი­დის და­სა­წყისს ვე­რა­ფე­რი შე­ა­ჩე­რებს.

დათა თა­ვა­ძე:

"რო­გო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც არ უნდა მი­ი­ღოს დღეს “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ”, ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დიდ და­სა­წყისს უკვე ვე­ღა­რა­ფე­რი შე­ა­ჩე­რებს! ჩვენ ორი თვეა ვას­წავ­ლით ერ­თმა­ნეთს ამ სი­ახ­ლეს! ერ­თმა­ნეთს ვას­წავ­ლით, რო­გორ უნდა გვქონ­დეს ერ­თმა­ნე­თის იმე­დი, რომ არას­დროს მი­ვა­ტო­ვებთ ერ­თმა­ნეთს! ორი თვეა ერ­თმა­ნეთს ვას­წავ­ლით უშიშ­რო­ბას, ანუ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, სი­ცილს ნე­ბის­მი­ე­რი საფრ­თხის წი­ნა­შე!

data-tavadze1-1716881280.jpg

ერ­თმა­ნეთს ვას­წავ­ლით ბრძო­ლის სრუ­ლი­ად ახალ გზებს, რომ­ლის წე­სე­ბიც ვერ ამო­იც­ნეს ჩა­ჟან­გე­ბულ­მა “ძვე­ლებ­მა”, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ძუ­ლე­ებ­მა, ამი­ტო­მაც ვჯობ­ნი­დით ყო­ველ დღე! ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვას­წავ­ლეთ, რა არის და რო­გორ უნდა ვი­ზე­ი­მოთ ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­ნა­პო­ვა­რი - ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა! ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვას­წავ­ლეთ ის­ტო­რი­ის, რწმე­ნი­სა და ერ­თო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, - რომ თურ­მე შე­საძ­ლე­ბე­ლია გულ­წრფე­ლად გიყ­ვარ­დეს შენი ფეს­ვე­ბი, - ნამ­დვი­ლი, ცო­ცხა­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, - და ამავდრო­უ­ლად, მუდ­მი­ვად მზად იყო გა­ნახ­ლე­ბის­თვის - ჩვენ გა­ვა­ცო­ცხლეთ ენა! ჩვენ გა­ვა­ახ­ლეთ ხე­ლოვ­ნე­ბა!

ჩვენ და­ვი­წყეთ ლა­პა­რა­კი ახალ ენა­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ენა­ზე, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მათ ეს­მით, ვი­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი უყ­ვარს!

data-tavadze2-1716881182.jpg

ჩვენ ვნა­ხეთ ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზა­ფხუ­ლი!

თვა­ლი მოვ­კა­რით ახალ სა­ქარ­თვე­ლოს!

დღეს კი­დევ ერთხელ და­ვი­ცავთ მას - დღეს მისი დაც­ვის დღეა!

გა­მო­დი გა­რეთ, და­ი­ცა­ვი ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზა­ფხუ­ლი!"