კახეთს სტიქია უტევს - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს - კვირის პალიტრა

კახეთს სტიქია უტევს - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

გადაუღებელმა წვიმებმა კახეთში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის გამო რეგიონში რამდენიმე მდინარე ადიდდა და დამცავი კალაპოტები გაარღვია. შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილები, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და სახლები.

განსაკუთრებით მძიმეა ვითარება სოფელ ლალისყურში, ართანასა და ფშაველში, სადაც დაიტბორა ნაკვეთები, თხილის ბაღები და სახლებია დატბორილი.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, სანიაღვრე არხები გასაწმენდია, რის გამოც წყალი გზებზე მიედინება.

ადგილობრივები ხელისუფლებას მოუწოდებენ დროულად გაწმინდონ სანიაღვრე არხები, რადგან უამინდობის გაგრძელების შემთხვევაში სიტუაცია უფრო გართულდება.

ადიდებულია მდინარე ალაზანი და სტორი, რის გამოც, რეგიონის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია.

"ინტერპრესნიუსი"