"რაც შეეხება ქართველ იანუკოვიჩს, ის ზის დღეს ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი" - შალვა პაპუაშვილი დავით ხაჯიშვილს - კვირის პალიტრა

"რაც შეეხება ქართველ იანუკოვიჩს, ის ზის დღეს ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი" - შალვა პაპუაშვილი დავით ხაჯიშვილს

რაც შეეხება ქართველ იანუკოვიჩს, ის ზის დღეს ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის დავით ხაჯიშვილის საპასუხოდ განაცხადა.

მისი განცხადებით, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა დააჯილდოვა უმაღლესი ქართული ჯილდოთი იანუკოვიჩი, როდესაც პრეზიდენტი იყო.

„საინტერესოდ ახსენეთ იანუკოვოჩი. თქვენმა პარტიამ და თქვენმა ლიდერმა უმაღლესი ქართული ჯილდოთი დააჯილდოვა იანუკოვიჩი, როდესაც ის იყო პრეზიდენტი. რაც შეეხება ქართველ იანუკოვიჩს, ის ზის დღეს ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.