ნატალია ყიფშიძე სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა - რას ედავებიან გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ მებრძოლ მსახიობს? - კვირის პალიტრა

ნატალია ყიფშიძე სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა - რას ედავებიან გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ მებრძოლ მსახიობს?

ცოტა ხნის წინ, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დას­რულ­და. მსა­ხი­ობს გა­მო­ძი­ე­ბა პო­ლი­ცი­ი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას და გზის უკა­ნო­ნოდ გა­და­კეტ­ვას ედა­ვე­ბო­და. საქ­მე მო­სა­მარ­თლე ირაკ­ლი ჩი­კა­შუ­ამ გა­ნი­ხი­ლა და ნა­ტა­ლია 500 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა. ინ­ფორ­მა­ცია ambebi.ge-ს მსა­ხი­ო­ბის დე­დამ კრის­ტი ყიფ­ში­ძემ დაგ­ვი­დას­ტუ­რა.

ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძე სა­სა­მარ­თლო­ში დღეს გა­მო­ცხად­და

ნა­ტა­ლია სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დე­დას­თან ერ­თად მი­ვი­და. კრის­ტი ყიფ­ში­ძის თქმით, პრო­ცე­სი სა­ათ­ზე ნაკ­ლებ ხანს გაგ­რძელ­და.

17 მა­ისს, მსა­ხი­ობ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ მას­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქ­მია შედ­გე­ნი­ლი 174 პრი­მა მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლით, რაც შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გახ­სოვთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ სი­ცი­ლით რომ მოვ­ყე­ვი ბო­ტებ­მა ჩემი ნო­მე­რიც გა­ი­გეს - მეთ­ქი? თურ­მე სა­სა­მარ­თლო­დან მი­რე­კავ­დნენ. 20 მა­ისს პრო­ცე­სია და­ნიშ­ნუ­ლი: ჩემ­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქ­მია შედ­გე­ნი­ლი 174 პრი­მა მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლით, რაც შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს.“ - წერ­და ნა­ტა­ლია.