"როგორ არ ვახსენო, რომ დღესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან გაქვთ კავშირები" - შალვა პაპუაშვილი ხატია დეკანოიძეს - კვირის პალიტრა

"როგორ არ ვახსენო, რომ დღესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან გაქვთ კავშირები" - შალვა პაპუაშვილი ხატია დეკანოიძეს

როგორ არ ვახსენო ქალბატონო ხატია, რომ თქვენ საქართველოს მოქალაქეობა დატოვეთ იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის სამსახურში შესულიყავით. როგორ არ ვახსენო, რომ დღესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან გაქვთ კავშირები. არ ვახსენო ეს? - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის საპასუხოდ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხატია დეკანოიძე პირდაპირი მეგობარია იმ ადამიანის, რომელმაც საქართველოში მიხეილ სააკაშვილი შემოაპარა.

„კი ბატონო, აბა მიჩივლეთ, მიჩივლეთ. სირცხვილია უბრალოდ, სირცხვილი. უცხო ქვეყნის სამსახურში შესვლის გამო დატოვეთ თქვენი ქვეყნის მოქალაქეობა და პატრიოტიზმზე და ღალატზე საუბრობთ ამ დარბაზში, არ გრცხვენიათ? და დღესაც თანამშრომლობთ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. პირდაპირ მეგობარი ხართ იმ ადამიანის, რომელმაც შემოაპარა აქ თქვენი პარტიის ლიდერი. ვგულისხმობ გია ლორთქიფანიძეს და მასთან კავშირს. უცხო ქვეყნის დაზვერვასთან რომ გაქვთ კავშირი. ამაზე ისაუბრეთ, როდესაც ღალატზე და პატრიოტიზმზე გექნებათ საუბარი. იმ დაზვერვისა, რომლის დაზვერვის უფროსის მოადგილემ თქვენმა მეგობარმა შემოაპარა აქ მიხეილ სააკაშვილი, რომ ქვეყანა აერია და თუ სისხლი ან რამე დაიღვრებოდა, ზუსტად ამისთვის შემოაპარა აქ. საერთოდ ვის მორალზე საუბრობთ ამის შემდეგ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"