"იქნებ ხალხშიც გახვიდეთ, ქუჩებში, რეგიონში და გაიგებთ, რომ ხალხს უნდა მეგობრები და არა მეურვეები, დამოუკიდებლობა და არა მორჩილება" - შალვა პაპუაშვილი გიორგი ვაშაძეს - კვირის პალიტრა

"იქნებ ხალხშიც გახვიდეთ, ქუჩებში, რეგიონში და გაიგებთ, რომ ხალხს უნდა მეგობრები და არა მეურვეები, დამოუკიდებლობა და არა მორჩილება" - შალვა პაპუაშვილი გიორგი ვაშაძეს

იქნებ ხალხშიც გახვიდეთ, ქუჩებში, რეგიონში და გაიგებთ, რომ ხალხს უნდა მეგობრები და არა მეურვეები, დამოუკიდებლობა და არა მორჩილება, ქართული გავლენა და არა უცხოური,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, დეპუტატ გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე ისაუბრა.

პაპუაშვილმა ვაშაძეს მოუწოდა, მხოლოდ საკუთარ მომხრეებთან საუბრით თავს ნუ მოიტყუებს.

„ბატონო გიორგი [ვაშაძე], ხალხზე რომ საუბრობთ, გასაგებია, რომ აქციებს აორგანიზებთ და აქციებზე დადიხართ, მაგრამ იქნებ ხალხშიც გახვიდეთ, ქუჩებში, რეგიონში გახვიდეთ, ხალხთან იქნებ გახვიდეთ და გაიგებთ. რას გაიგებთ იცით? ხალხისგან გაიგებთ, რომ ხალხს უნდა მეგობრები და არა მეურვეები; დამოუკიდებლობა და არა მორჩილება; ქართული გავლენა და არა უცხოური. ამას გაიგებთ, როდესაც იკადრებთ, ქუჩაში გახვალთ და ხალხს დაელაპარაკებით, მოივლით რეგიონებს და ჰკითხავთ ხალხს, რა უნდა. ნუ იტყუებთ თავს თქვენს მომხრეებთან საუბრით!“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.