"ახალი ორჯონიკიძეების სახელს მყარად უტოვებთ თქვენსავე შთამომავლობას, მეორე შემთხვევაში კი, ვინც მოთოკავთ თითუნებს..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე? - კვირის პალიტრა

"ახალი ორჯონიკიძეების სახელს მყარად უტოვებთ თქვენსავე შთამომავლობას, მეორე შემთხვევაში კი, ვინც მოთოკავთ თითუნებს..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში გამჭვირვალობის კანონის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

"ახლა საქმე არის ასე - ან თქვენს შეთხელებულ ამომრჩეველს უმტკიცებთ "პრინციპულობანას "კოლექტიური ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ", რაც მათაც კარგად იციან, რომ ტყუილია, რადგან ზოგიერთის ოჯახის წევრიც აქციაზეა, არათუ მეგობარი და ნათესავი, ან წყვეტთ ამ წარუმატებელ ავანტიურას.

პირველ შემთხვევაში, ხალხის ბრაზი მატულობს, იწყება დაუმორჩილებლობა და ქვეყნის შიდა ცხოვრების ხანგრძლივი ტურბულენტობა, მეორე შემთხვევაში, არსებობს შანსი, გადაურჩეთ მასობრივ სანქციებს, მაქსიმუმ რამდენიმე ადამიანი დასანქცირდეს, ან არც.

ხალხი კი იძინებს ტკბილად და ხვალიდან აღადგენს სამუშაო რუტინას და მოშხამული განწყობის გარეშე, ყველა ვემზადებით ჩემპიონატისთვის.

პირველ შემთხვევაში ახალი ორჯონიკიძეების სახელს მყარად უტოვებთ თქვენსავე შთამომავლობას, მეორე შემთხვევაში, ვინც მოთოკავთ თითუნებს, ვიღაცის, 1-2%-ის თვალში მაინც, ვისაც აქამდე ეგონა, რომ კანდიდატის სტატუსი არა ინერცია და საჩუქარი, არამედ, ცოტათი თქვენი შრომის შედეგიც იყო, შესაძლოა დაექვემდებაროთ რეაბილიტაციას ვერა, მაგრამ რეაბილიტაციუკას.

ნუ თუ ხალხს არ დაერევით მერე ცხელ გულზე, ამ შემთხვევაში ისიც".