"ხარება“, მშიშარა ხომ არ ხარ, რატომ გარბიხარ? მოდი, მოძალადევ, ვილაპარაკოთ!" - რა მოხდა პარლამენტთან ელენე ხოშტარიასა და გდდ-ს უფროსს შორის - კვირის პალიტრა

"ხარება“, მშიშარა ხომ არ ხარ, რატომ გარბიხარ? მოდი, მოძალადევ, ვილაპარაკოთ!" - რა მოხდა პარლამენტთან ელენე ხოშტარიასა და გდდ-ს უფროსს შორის

„ხარება“ მშიშარა ხომ არ ხარ? მხდალო შენ! სად მიდიხარ, „ხარება“, მოდი, ვილაპარაკოთ, რატომ გარბიხარ? მოდი, მოძალადევ, ვილაპარაკოთ, - ასე მიმართა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

პარლამენტთან, სადაც „უცხოურ გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, იმყოფება, ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“), რომელთანაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ელენე ხოშტარიამ მისვლა და გასაუბრება მოითხოვა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა.

ხარაზიშვილი ავტომობილში იმყოფებოდა, რომელმაც ხოშტარიასთან საუბარი არ ისურვა და ტერიტორია დატოვა.

ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ გდდ-ს უფროსისთვის მან თავისი სათქმელის თქმა მაინც მოახერხა.

„ხარება“ არის მხდალი, კუნთით ვინმეს გააჩერებს? აქ არ არის კუნთების თამაშზე ლაპარაკი, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს არის მოღალატის კუნთი, მოღალატის მუქარა, რომელსაც ძალა არ აქვს. არათუ „ხარებას“ არ აქვს ძალა, რუსეთს არ აქვს საქართველოში ძალა იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ამ საკითხში არის აბსოლუტურად ერთიანი და მტკიცე. ჩვენ ვნახეთ, რომ 50 დღეა ადამიანები გამოდიან, ყველანაირი დაშინების მცდელობა სრული კრახით დამთავრდა. უნდა იცოდეს „ხარებამ“, სადაც ჩვენ ვდგავართ მას ეშინია და გაიქცევა. რისი თქმაც მინდოდა ვუთხარი, რომ მას ეშინია და არა ჩვენ”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

"ინტერპრესნიუსი"