"2 დღის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია 26 მაისს და რუსეთში შევდივართ" - ოთარ ზურაბიშვილი - კვირის პალიტრა

"2 დღის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია 26 მაისს და რუსეთში შევდივართ" - ოთარ ზურაბიშვილი

პარლამენტთან მიმდინარე აქციას საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი შეუერთდა.

როგორც ოთარ ზურაბიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია 26 მაისის გზავნილს, რაც გულისხმობს: არა რუსეთთან თანამშრომლობას.

“2 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც უდიდესი ღონისძიება ჩავატარეთ 26 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით. 26 მაისის ლოზუნგი და გზავნილია დამოუკიდებლობა და არა რუსეთთან თანამშრომლობა. 2 დღის შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” ზურგი აქცია 26 მაისს და რუსეთში შევდივართ”, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „მონებო“, „რუსებო“, „მოღალატეებო“ - სკანდირებენ ისინი „ქართული ოცნების” დეპუტატების მისამართით.

IPN