გიორგი ვაშაძეს პარლამენტში წყალი შეასხეს - კვირის პალიტრა

გიორგი ვაშაძეს პარლამენტში წყალი შეასხეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა, რასაც ვაშაძე ტაშით შეხვდა.

„ყოჩაღ, აი, ეგ ხართ. აი, ეგ ხართ“, - მიმართა ვაშაძემ ზავრადაშვილს.

შემთხვევა იმ დროს, მოხდა, როდესაც ვაშაძე ტრიბუნასთან სიტყვით გამოდიოდა.

"ინტერპრესნიუსი"