„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - კვირის პალიტრა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

აქციის ორგანიზატორებმა, საკანონმდებლო ორგანოს წინ მონიტორი დაამონტაჟეს, საიდანაც მოქალაქეები სესიას პირდაპირ ეთერში ადევნებენ თვალს.

საკანონმდებლო ორგანოს წინა პერიმეტრის გარდა, აქცია ასევე საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთანაც მიმდინარეობს.

პარლამენტის ყველა შესასვლელში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

მთელი დღის განმავლობაში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან, დილით, 10:00 საათიდან შეიკრიბნენ.

"ინტერპრესნიუსი"