"ძალიან სამწუხარო დღე საქართველოსთვის და ევროპისთვის - ამ კანონის მიღება ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას" - კვირის პალიტრა

"ძალიან სამწუხარო დღე საქართველოსთვის და ევროპისთვის - ამ კანონის მიღება ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას"

"უცოხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს ევროკავშირში.შესაბამის განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს.

"ძალიან სამწუხარო დღე საქართველოსთვის და დანარჩენი ევროპისთვის. ამ კანონის მიღება ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ისე, რომ არავინ არ იღებს სარგებელს. თითქმის არავინ", - წერს ლანდსბერგისი.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით დაუჭირეს მხარი.

"ინტერპრესნიუსი"