"პრეზიდენტს შეუძლია ხელი არ მოაწეროს კანონს...ახლა რა იქნება?" - კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რა პროცედურების გავლაა საჭირო კანონის ასამოქმედებლად - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტს შეუძლია ხელი არ მოაწეროს კანონს...ახლა რა იქნება?" - კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რა პროცედურების გავლაა საჭირო კანონის ასამოქმედებლად

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით დაუჭირეს მხარი.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რა პროცედურების გავლაა საჭირო კანონის ასამოქმედებლად.

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ახლა რა იქნება?

1. კანონი 3 დღის ვადაში გადაეგზავნება პრეზიდენტს ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად;

2. პრეზიდენტს მასზე ვეტოს დადების უფლება აღარ აქვს;

3. პრეზიდენტს ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად 5 დღე აქვს;

4. თუმცა პრეზიდენტს შეუძლია ხელი არ მოაწეროს კანონს;

5. ასეთ შემთხვევაში 5 დღეში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.ასე რომ მაქსიმუმ 10 ივნისს კანონი გამოქვეყნდება.