"გეგმა ჩავარდა... უნდა ჩამოსულიყვნენ ევროპელი დეპუტატები და ორ დღეში უნდა მომხდარიყო რევოლუცია" - პრემიერის სკანდალური განცხადება - კვირის პალიტრა

"გეგმა ჩავარდა... უნდა ჩამოსულიყვნენ ევროპელი დეპუტატები და ორ დღეში უნდა მომხდარიყო რევოლუცია" - პრემიერის სკანდალური განცხადება

წლის ბო­ლოს­თვის ჩვენ გა­ვალთ იმა­ზე ბევ­რად უფრო მა­ღალ ზრდა­ზე, ვიდ­რე სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი პროგ­ნო­ზი­რებ­და, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვის პა­სუ­ხად გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ მაჩ­ვე­ნებ­ლებს შე­ე­ხე­ბო­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, წი­ნას­წა­რი 4-თვი­ა­ნი მო­ნა­ცე­მე­ბით სა­შუ­ა­ლო ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა არის 8 %-ზე მეტი."რაც შე­ე­ხე­ბა წი­ნას­წარ 4-თვი­ან მო­ნა­ცე­მებს, იან­ვა­რი, თე­ბერ­ვა­ლი, მარ­ტი, აპ­რი­ლი - სა­შუ­ა­ლო ზრდა გვაქვს 8 %-ზე მეტი, იმა­ზე ბევ­რად უფრო მეტი, ვიდ­რე სა­ვა­ლუ­ტო ფონდმა იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა. ჯერ არ გვაქვს მა­ი­სის მო­ნა­ცე­მე­ბი, თუმ­ცა წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რაც არის, მათ შო­რის სა­გა­და­სა­ხა­დო და ა.შ. გვაქვს აქაც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, წლის ბო­ლოს­თვის ჩვენ გა­ვალთ იმა­ზე ბევ­რად უფრო მა­ღალ ზრდა­ზე, ვიდ­რე სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი პროგ­ნო­ზი­რებ­და.

ხე­დავთ, რომ აჟი­ტი­რე­ბუ­ლია ჩვე­ნი ოპო­ზი­ცია ყო­ველ ჯერ­ზე, როცა გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბაა ლა­რის კურ­სში. წინა შემ­თხვე­ვა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ხე­ლოვ­ნუ­რი იყო ეს ცვლი­ლე­ბა, ერთი კონ­კრე­ტუ­ლი სუ­ბი­ექ­ტის ჩა­რე­ვით მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, იყო სა­ბო­ტა­ჟის შე­საძ­ლო ნიშ­ნე­ბი, ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ, კა­ნო­ნით მეკ­რძა­ლე­ბა ამა­ზე სა­უ­ბა­რი. ეროვ­ნულ ბანკსაც ეკ­რძა­ლე­ბა კა­ნო­ნით ამა­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ იყო ხე­ლოვ­ნუ­რი ჩა­რე­ვის პირ­და­პი­რი ნიშ­ნე­ბი.

ასე­თი პრო­ცე­სი იკ­ვე­თე­ბო­და, იყო ორი დღე, რო­დე­საც ლა­რის კურ­სი უნდა და­ცე­მუ­ლი­ყო, უნდა ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ ევ­რო­პე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი და ამ ორ დღე­ში უნდა მომ­ხდა­რი­ყო რე­ვო­ლუ­ცია, იყო ასე­თი უსუ­სუ­რი გათ­ვლა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს გეგ­მა ჩა­ვარ­და. იმ­დე­ნად უსუ­სუ­რია ხოლ­მე ეს გათ­ვლე­ბი, რომ წი­ნას­წარ­ვეა გან­წი­რუ­ლი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­თვის. ლო­გი­კუ­რი დას­კვნა შე­იკ­რა, იყო ხე­ლოვ­ნუ­რი და­წო­ლა ლარ­ზე, იმა­ვე დღეს ჩა­მო­იყ­ვა­ნეს ევ­რო­პე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი, შემ­დეგ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი სცე­ნა­ზე გა­მო­იყ­ვა­ნეს. ვინც ამას გეგ­მავ­და ვფიქ­რობთ, რომ ის მო­ი­აზ­რებ­და ამ პრო­ცე­სე­ბის, ანუ რე­ვო­ლუ­ცი­ის წარ­მა­ტე­ბას, თუმ­ცა რო­გო­რი უსუ­სუ­რიც იყო გეგ­მა, ისე­ვე უსუ­სუ­რად დას­რულ­და", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

"ინტერპრესნიუსი"