"ბიბლიური ფსკერიც კი ჩატეხეს…", “ქოცი” მხოლოდ დიაგნოზი აღარაა" - რას წერენ ცნობილი ადამიანები პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ - კვირის პალიტრა

"ბიბლიური ფსკერიც კი ჩატეხეს…", “ქოცი” მხოლოდ დიაგნოზი აღარაა" - რას წერენ ცნობილი ადამიანები პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ

რამ­დე­ნი სა­ა­თის წინ, პარ­ლა­მენ­ტმა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის ვეტო დაძ­ლია. ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ წარ­დგე­ნილ და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ ვე­ტო­და­დე­ბულ პრო­ექტს 84- ხმით და­უ­ჭი­რეს მხა­რი.

3 დღის ვა­და­ში კა­ნო­ნი ხელ­მო­სა­წე­რად კვლავ პრე­ზი­დენტს გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ზუ­რა­ბიშ­ვილს ვე­ტოს გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა აღარ აქვს. პრე­ზი­დენტს კა­ნონ­ზე ხე­ლის მო­სა­წე­რად და მის გა­მო­საქ­ვეყ­ნებ­ლად 5-დღი­ა­ნი ვადა ექ­ნე­ბა, მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პრე­ზი­დენ­ტი კა­ნონს არ გა­მო­აქ­ვეყ­ნებს, ის ხელ­მო­სა­წე­რად გა­ეგ­ზავ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილს, რო­მე­ლიც კა­ნონს ხელს მო­ა­წერს და 5 დღე­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნებს.

პარ­ლა­მენ­ტში კენ­ჭისყრას ოც­ნე­ბის 72 დე­პუ­ტა­ტი ეს­წრე­ბო­და, მათ­გან ყვე­ლამ “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ მხა­რი და­უ­ჭი­რა. მხარ­დამ­ჭე­რებს შო­რის იყ­ვნენ „ხალ­ხის ძა­ლის“ 10 დე­პუ­ტა­ტი და „ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის“ 2 დე­პუ­ტა­ტი.

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები სოციალურ ქსელში წერენ:

ექსპერტი, გია ხუხაშვილი:

"იუდამ თავი ჩამოიხრჩო, ესენი ამაყობენ…ბიბლიური ფსკერიც კი ჩატეხეს…"

მომღერალი, ნინო ქათამაძე:

"84 დამნაშავე!!!! 84 მოღალატე!!!84 მონა!!!"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი:

"როგორი შებრუნება იცის ისტორიამ, სალომეს 48 როგორ გარდაიქმნა 84".

პოლიტიკოსი, ლევაბ ბერძენიშვილი გალაკტიონის სიტყვებს იშველიებს:

"სიღრმეში კი არც მზეა, არც ღრუბელი მავალი,

იქ ირევა ათასი შავი ქვეწარმავალი".

სცენარისტი, ქეთი დევდარიანი:

“ქოცი” მხოლოდ დიაგნოზი აღარაა, ეს უკვე ბრალდებაცაა და გულისხმობს ქვეყნის გაყიდვაში აქტიურ ან პასიურ ჩართულობას" - წერენ სოციალურ ქსელში საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები.