"თანდათან მივხვდი, რომ ეს ამპარტავნება იყო. ჩემს თავს ვუთხარი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება-მეთქი და სხვების აღიარება დავიწყე..." - კვირის პალიტრა

"თანდათან მივხვდი, რომ ეს ამპარტავნება იყო. ჩემს თავს ვუთხარი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება-მეთქი და სხვების აღიარება დავიწყე..."

"ხომ ამბობენ, ყველა მეტ-ნაკლებად წარმატებული კაცის უკან, არანაკლებ ჭკვიანი და წარმატებული ქალი დგასო? - ამ სიტყვებს ბავშვობიდან ვიზიარებდი და მის სიმართლეში ახლა უფრო მეტად დავრწმუნდი"

სად იღებს გოგა ჩანადირი ყველაზე სევდიან და ლამაზ ფოტოებს?

გოგა ჩანადირის ფოტოებს ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს: საშობაოდ მორთული, დათოვლილი თბილისი, ლურჯად მოლივლივე ფარავნის ტბა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, ტაო-კლარჯეთის მშვენიერი, სევდიანი ხედები... - ეს მხოლოდ მცირე ამონარიდია მისი შემოქმედებიდან. ფოტოჟურნალისტს მთელი საქართველო აქვს მოვლილი და ბევრი საინტერესო, ორიგინალური პეიზაჟის ავტორია.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"ფოტოაპარატი ჩემთვის ისეთივე საშუალებაა, როგორიც მხატვრისთვის ფუნჯი ან მწერლისთვის - კალმისტარი. ჩვენ განსხვავებულ "იარაღს" ვიყენებთ, მაგრამ იმას გამოვხატავთ, რაც გვიყვარს, რაც გვაინტერესებს, რაც ძალიან მოგვწონს. სხვათა შორის, ფოტოგრაფიით ცოტა მოგვიანებით დავინტერესდი..."

"მათემატიკას იმდენად კარგად ვსწავლობდი, რომ მე-4 კლასში ყოფნისას, მერვეკლასელებთან შემიყვანეს და განტოლება ავუხსენი. მაშინ მჯეროდა, რომ განსაკუთრებული მოსწავლე ვიყავი, მაგრამ თანდათან მივხვდი, რომ ეს ამპარტავნება იყო. ჩემს თავს ვუთხარი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება-მეთქი და სხვების აღიარება დავიწყე..."

" მაქვს ერთი გამორჩეული ფოტო, რომელიც 2007 წელს გადავიღე - ამ ფოტოზე ანტისა ხვიჩავაა აღბეჭდილი. მერე ეს ქალბატონი ტელევიზიებმაც გადაიღეს და მარტო საქართველოში კი არა, მთელმა მსოფლიომ გაიცნო, როგორც ყველაზე ხანდაზმული ქალი, რომელიც 132 წლის ასაკში გარდაიცვალა. საერთოდ, ხანდაზმული ადამიანების გადაღება ჩემი საყვარელი მიმართულებაა, რომელმაც 2004 წლიდან გამიტაცა..."

"ოჯახი ჩვენი მთავარი დასაყრდენია. ხომ ამბობენ, ყველა მეტ-ნაკლებად წარმატებული კაცის უკან, არანაკლებ ჭკვიანი და წარმატებული ქალი დგასო? - ამ სიტყვებს ბავშვობიდან ვიზიარებდი და მის სიმართლეში ახლა უფრო მეტად დავრწმუნდი..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 30 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე