"ძვირფასო ქართველო მეგობრებო, თქვენ მხოლოდ საქართველოსთვის არ იბრძვით, იბრძვით ევროპისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის" - კვირის პალიტრა

"ძვირფასო ქართველო მეგობრებო, თქვენ მხოლოდ საქართველოსთვის არ იბრძვით, იბრძვით ევროპისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის"

ძვირფასო ქართველო მეგობრებო, თქვენ მხოლოდ საქართველოსთვის არ იბრძვით, თქვენ ევროპისთვის იბრძვით, ­თქვენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვით, - ასე გამოეხმაურა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

„ძვირფასო ქართველო მეგობრებო, მე თქვენთვის მხოლოდ ერთი მესიჯი მაქვს: თქვენ მხოლოდ საქართველოსთვის არ იბრძვით, თქვენ ევროპისთვის იბრძვით, თქვენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვით“, - წერს მაიკლ როთი X-ზე.