(VIDEO) "თქვენი ფორთოხალი ვისროლე და უნდა გადავიხადოო... თქვენ მომავალი წაგვართვით-მეთქი" - კამათი დეპუტატთან მაღაზიაში - კვირის პალიტრა

(VIDEO) "თქვენი ფორთოხალი ვისროლე და უნდა გადავიხადოო... თქვენ მომავალი წაგვართვით-მეთქი" - კამათი დეპუტატთან მაღაზიაში

"ფეისბუქ" მომხმარებელი, მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე მირანდა ჯობავა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მისი მეუღლე - "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრი - ვიტალი გუგუჩია და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე "გამჭვირვალობის კანონის" თაობაზე კამათობენ მაღაზიაში:

"ბოდიშის მოსახდელად მოვიდა ხალხო, თქვენი ფორთოხალი ვისროლე და უნდა გადავიხადოო.

რა ფორთოხალი, თქვენ ჩემს ოთხ შვილს მომავალი წაართვით-მეთქი…

რა წავართვიოოო??? - მართლა არ მოელოდა ამ პასუხს.

რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ, მერე ვიტამაც მომისწრო და რაღაც მომენტში ვიდეოს გადაღებაც მომაფიქრდა"

ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გუშინ გავრცელ­დეა, ის­მის, რო­გორ ეძა­ხის აქ­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე მან­ქა­ნებ­ში მსხდომ დე­პუ­ტა­ტებს: "მო­ნე­ბო, გარ­ბი­ხართ ბი­ძი­ნას­თან, წაჰ­ყე­ვით მოს­კოვ­ში.."ამ დროს ერთ-ერთი მან­ქა­ნი­დან ოც­ნე­ბის დე­პუ­ტა­ტი ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე გად­მო­დის, რო­მე­ლიც იქვე მდე­ბა­რე ხი­ლის დახ­ლი­დან ფორ­თო­ხალს იღებს და მო­ქა­ლა­ქის მი­სა­მარ­თით ის­ვრის.