"ვერ ვიტყვი რომ შეშინებული არ არის, მაგრამ, მგონი, უფრო სხვა რამეებზე ნერვიულობს, ვიდრე იქ ყოფნაზე" - რას წერს უჩა აბაშიძის ძმა? - კვირის პალიტრა

"ვერ ვიტყვი რომ შეშინებული არ არის, მაგრამ, მგონი, უფრო სხვა რამეებზე ნერვიულობს, ვიდრე იქ ყოფნაზე" - რას წერს უჩა აბაშიძის ძმა?

ბლო­გერ უჩა აბა­ში­ძის ძმა, გოგი აბა­ში­ძე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ძმის შე­სა­ხებ ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. წე­რილ­ში წერს, რომ საქ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­სა და ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლის ამ­ჟა­მინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე წერს.

"მოკ­ლედ, უჩა­ზე (ცოტა არე­უ­ლად გა­მო­მი­ვა - ბო­დი­ში)

სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა ჩა­ნიშ­ნუ­ლია 2 ივ­ლისს. ქმე­დე­ბა გა­და­ვი­და ნელ რე­ჟიმ­ში. რე­ა­ლუ­რად საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­ახ­ლე­ე­ბი არ მაქვს, ასე­ვე მხა­რე­ებს ხელი აქვთ მო­წე­რი­ლი გა­უთ­ქმე­ლო­ბა­ზე (რო­მე­ლიც რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა ირ­ღვე­ვა მე­ო­რე მხრის მიერ) და საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე მო­სა­ყო­ლი ინ­ფორ­მა­ცია ცო­ტაა.

თვი­თონ უჩა უკე­თაა, ნელ-ნელა და­წყნარ­და, მო­ა­ხერ­ხა და­რეკ­ვა და შვილ­თა­ნაც და­ლა­პა­რა­კე­ბა. წე­რი­ლებს იღებს და ზო­გად ინ­ფორ­მა­ცი­ას მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე ცდი­ლობს თვა­ლი ადევ­ნოს. თქვა რომ ბევ­რი რამ ექ­ნე­ბა მერე და­სა­წე­რი, ძი­რი­თა­დად ითხოვს სა­კი­თხა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რის და ფურ­ცლე­ბის შეგ­ზავ­ნას - ვას­რუ­ლებთ.

ყვე­ლას გა­და­ე­ცი ფრთხი­ლად იყ­ვნე­ნო. ვერ ვი­ტყვი რომ შე­ში­ნე­ბუ­ლი არაა, მაგ­რამ მგო­ნი უფრო სხვა რა­მე­ებ­ზე ნერ­ვი­უ­ლობს, ვიდ­რე იქ ყოფ­ნა­ზე.

პა­რა­ლე­ლუ­რად დაც­ვის სტრა­ტე­გი­ას ვა­ლა­გებთ და ად­ვო­კა­ტებ­თან ერ­თად ვყა­ლიბ­დე­ბით იუ­რი­დი­უ­ლად, რო­გორ უნდა წა­რი­მარ­თოს პრო­ცე­სი. ზო­გა­დი პო­ზი­ცი­აა ასე­თია - აშ­კა­რად მე­ო­რე მხა­რე ცდი­ლობს ეს თემა პო­ლი­ტი­კუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს, დღე­საც პარ­ლა­მენ­ტში კეთ­დე­ბო­და გან­ცხა­დე­ბე­ბი რომ­ლე­ბიც აშ­კა­რა ზე­წო­ლაა მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ზე და დამ­ნა­შა­ვედ აცხა­დებს ადა­მი­ანს ისეთ სა­კი­თხებ­ში, რომ­ლე­ბის მის­თვის ბრა­ლად წა­ყე­ნე­ბაც კი არა­ვის მოს­ვლია აზ­რად.

თუმ­ცა, გა­უთ­ქმე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დაც­ვის მხა­რეს არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა რე­ა­ლურ გა­რე­მო­ებ­ზე სა­უბ­რით და­ა­ბა­ლან­სოს სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში მდგო­მა­რე­ო­ბა. ეტყო­ბა აწი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩქა­რა აღარ იქ­ნე­ბა, ცვლი­ლე­ბე­ბიც და სი­ახ­ლე­ე­ბიც იქ­ნე­ბა ნელა და დრო­ში გა­წე­ლი­ლად და გა­ნახ­ლე­ბებ­ში უმე­ტე­სად უჩას მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე თუ დავ­წერ.

უჩას მიდ­გო­მაც ასე­თია - მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე გა­და­ერ­თეთ და ყუ­რა­დღე­ბის გა­ფან­ტვის სა­შუ­ა­ლე­ბას ამ ეტაპ­ზე ნუ მის­ცემ­თო. თუ ვინ­მეს გსურთ - შე­გიძ­ლი­ათ ფოს­ტით წე­რი­ლი მის­წე­როთ, (ად­რე­სა­ტად უთი­თებთ სა­ხელს და გლ­და­ნის იზო­ლა­ტო­რის მი­სა­მართს) დაგ­ვი­ა­ნე­ბით მაგ­რამ მის­დის - გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ წე­რი­ლი გა­და­მოწ­მდე­ბა და თუ სა­თუო თე­მა­ტი­კას შე­ე­ხე­ბა არ გა­დას­ცე­მენ (ასეთ დროს იდე­ა­ში წე­რი­ლი უკან უნდა და­გიბ­რუნ­დეთ, თუმ­ცა არ ვიცი აბ­რუ­ნე­ბენ თუ არა)".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უჩა აბა­ში­ძე 9 მა­ისს სა­კუ­თარ სახ­ლში და­ა­კა­ვეს. ორი დღის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს უჩა აბა­ში­ძის მე­უღ­ლე, მა­რი­ამ იაშ­ვი­ლიც. 12 მა­ისს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ. ხოლო წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 2 ივ­ლისს ჩა­ი­ნიშ­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე პრი­მა მუხ­ლით და 236-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა - შე­ნახ­ვას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.

წყარო