როგორ გამოაცხადეს "დოჟ­დის“ სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ქართველი უფ­რო­სი "უცხო ქვეყნის აგენტად" და რა საფრთხეებს ხედავს ჟურნალისტი საქართველოში მიმდინარე პროცესებში? - კვირის პალიტრა

როგორ გამოაცხადეს "დოჟ­დის“ სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ქართველი უფ­რო­სი "უცხო ქვეყნის აგენტად" და რა საფრთხეებს ხედავს ჟურნალისტი საქართველოში მიმდინარე პროცესებში?

ტე­ლე­კომ­პა­ნია "დოჟ­დის“ სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ეკა­ტე­რი­ნა კოტ­რი­კა­ძე, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია “უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტად“ გა­მო­ა­ცხა­და, sova.news-თან მისი მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს და სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან პა­რა­ლე­ლებს ავ­ლებს.

კოტ­რი­კა­ძე მარ­თა არ­და­შე­ლი­ას პოდ­კას­ტში, 29 აპ­რილს, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭერ­თა შეკ­რე­ბი­სას, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და პარ­ტი­ის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"სულ ვფიქ­რობ­დი, რომ ეს არის ჩემი სახ­ლი, რო­მე­ლიც არ და­ე­ცე­მა იმ დო­ნემ­დე, სა­დამ­დეც და­ვი­და რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო. ახლა კი ვხვდე­ბი, რომ აქ ეს ყვე­ლა­ფე­რი უფრო მი­ზან­სწრა­ფუ­ლად შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, იმი­ტომ რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რუ­სეთ­თან შე­და­რე­ბით ყვე­ლა­ფე­რი აჩ­ქა­რე­ბუ­ლია”, - აცხა­დებ­და ეკა­ტე­რი­ნა კოტ­რი­კა­ძე 3 მა­ი­სის პოდ­კას­ტში და ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლაც ისე სწრა­ფად გან­ვი­თარ­და, რო­გორც ვა­რა­უ­დობ­და.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის“ შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად 2023 წელს და­ი­ნი­ცი­ირ­და და მწვა­ვე აქ­ცი­ე­ბის, და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” უკან გა­იწ­ვია, პარ­ლა­მენ­ტის ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დერ­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ 2024 წლის 3 აპ­რილს ხელ­მე­ო­რედ, შეც­ვლი­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით და­ა­ი­ნი­ცი­რა.

2024 წლის 14 მა­ისს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ 84 ხმით “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნონპ­რო­ექ­ტი და­ამ­ტკი­ცა. ევ­რო­კავ­ში­რის და აშშ-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კრი­ტი­კის პა­რა­ლე­ლუ­რად, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, 18 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონს ვეტო და­ა­დო და მას­ში რამ­დე­ნი­მე შეს­წო­რე­ბა შე­ი­ტა­ნა. 28 მა­ისს პარ­ლა­მენ­ტმა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის ვეტო დაძ­ლია.

ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ ნაც­ნო­ბია ეკა­ტე­რი­ნა კოტ­რი­კა­ძის­თვის. მისი თქმით, რუ­სეთ­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია “დოჟ­დი“, რო­მელ­შიც სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად მუ­შა­ობ­და, 2021 წელს “უცხო ქვეყ­ნის აგენტ“ მე­დი­ად გა­მო­ცხად­და. 2022 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე კი “აგენ­ტე­ბი“ ის და მისი მე­უღ­ლეც გახ­დნენ.

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უ­დან ფრაგ­მენ­ტებს:

- მე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვი­ზარ­დე, შემ­დეგ წა­ვე­დი რუ­სეთ­ში და იქ მოხ­და, რაც მოხ­და. რუ­სეთ­ში სრუ­ლი­ად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ყვე­ლა ინ­სტი­ტუ­ცია. არ არ­სე­ბობს სი­ტყვის, შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, არა­ფე­რი არ არის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და მისი რე­ჟი­მის გარ­და.

აქამ­დე სულ ვფიქ­რობ­დი, რომ კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არის

პრობ­ლე­მე­ბი, ოლი­გარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, არის ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც შე­ზღუ­დავს ამას თუ იმას, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მი­მაჩ­ნდა, რომ ეს არის ჩემი სახ­ლი, რო­მე­ლიც გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე ყო­ველ­თვის მი­მი­ღებს. ეს არის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც არ და­ე­ცე­მა იმ დო­ნემ­დე, სა­დამ­დეც და­ვი­და რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო. ახლა კი ვხვდე­ბი, რომ აქაც შე­იძ­ლე­ბა ეს მოხ­დეს, თან უფრო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რუ­სეთ­თან შე­და­რე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი აჩ­ქა­რე­ბუ­ლია. ეს ძა­ლი­ან სა­ში­შია.

- ამ­ბობ, რომ ყვე­ლა­ნი გა­მო­გა­ცხა­დეს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად და ამ იარ­ლი­ყით ცხოვ­რობთ შენ და შენი ოჯა­ხი უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია...

გააგრძელეთ კითხვა